USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
ჭიათურის მერი გივი მოდებაძე აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგს
дата:  811
ჭიათურის მერი გივი მოდებაძე აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგს.
 
გივი მოდებაძემ, მერის პირველ მოადგილესთან -გიორგი ბიწაძესთან,მოადგილე დავით ბიწაძესთან და ინფრასტუქტურის სამსახურის უფროს ლაშა გოცაძესთან ერთად, ნაგუთის დასახლებაში, წმინდა გერმანეს ქუჩის მიმდებარედ, სკვერის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა.
 
პროექტით გათვალისწინებულია ტერიტორიის შემოღობვა,კასკადური შადრევანის აღდგენა,ფანჩატურის მოწყობა.საპროექტო ტერიტორიაზე ასეევე იგეგმება დიდი ზომის საჭადრაკო დაფის მოწყობა გრანიტის ქვიდან და ზედ მინაბოჭკოვანი პოლიმერიდან ჭადრაკის ფიგურების განთავსება. მასალის სიმსუბუქე და გამძლეობა საშუალებას იძლევა აღნიშნული ფიგურები გადაადგილონ მცირე ასაკის მქონე ადამიანებმაც.
 
სკვერის ღირებულება: 457`976 ლარი
 
мир
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати