USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსი: ბიზნესის მოლოდინები უარყოფითია
Date:  882

2020 წლის პირველი კვარტლის დასასრულს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსმა „ბუმის“ მეოთხედიდან (პოზიტიური მიმდინარე მდგომარეობა, პოზიტიური მოლოდინი) „რეცესიის“ მეოთხედში (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, ნეგატიური მოლოდინი) გადაინაცვლა.

BAG-ის ცნობით, ეს იმას ნიშნავს, რომ აპრილში ჩატარებული გამოკითხვისას ასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები უარყოფითად შეაფასეს.

კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელმა -44.5 ქულა, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელმა - 47.4 ქულა შეადგინა (იხ. გრაფიკი). გამოკითხვის შედეგები მკვეთრად გაუარესებულია წინა კვარტალთან შედარებით, კერძოდ, იანვარში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ასოციაციის წევრები არსებულ მდგომარეობას პოზიტიურად აფასებდნენ +29.5 ქულა, მკვეთრად დადებითი იყო მომდევნო ექვსი თვის მოლოდინიც +53.1 ქულა, შესაბამისად, BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი 2019 წლის მეოთხე კვარტალში პოზიტიური იყო.

მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ოთხივე სექტორში (მრეწველობა, მომსახურება, ვაჭრობა, მშენებლობა) უმეტესწილად უარყოფითად შეფასდა. აქედან, აღსანიშნავია მომსახურებისა და მშენებლობის სექტორების მკვეთრად უარყოფითი მაჩვენებლები მაშინ, როცა ვაჭრობის სექტორი შედარებით ზომიერია უარყოფით მოლოდინებში, რაც შეიძლება აიხსნას იმით, რომ ამ სექტორის გარკვეულ ნაწილს (სურსათისა და სააფთიაქო ქსელები, სხვა) არ შეეხო საგანგებო სიტუაციით დაწესებული შეზღუდვები. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს მრეწველობის სექტორი, რომელიც მიუხედავად უარყოფითად შეფასებული მიმდინარე მდგომარეობისა, მაინც ინარჩუნებს ოპტიმიზს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებულ მხარდაჭერის მოლოდინის უნდა ეფუძნებოდეს.BAG ინდექსი საქართველოში ბიზნეს კლიმატის შეფასების ინდიკატორია, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი IFO-ს, ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის, მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ყოველკვარტალურად აწარმოებს.

საზოგადოდ, კითხვარის მეშვეობით BAG-ის წევრი კომპანიები (კონფიდენციალურობა სრულად დაცულია) აფასებენ თავიანთ მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინებს, რომელთა გასაშუალოებითაც მიიღება BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way