USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Тбилиси
BMG: „ბინებზე ფასის ზრდა ისეთი არ იქნება, როგორიც 2024-2023-ში იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ იქნება“ - ბურდილაძე
дата:  876

თეთრი კვადრატის და BK Holding-ის მმართველი პარტნიორის ირაკლი ბურდილაძის თქმით, უძრავ ქონებაზე ფასები ზრდას გააგრძელებს, თუმცა მასშტაბი ისეთივე დიდი არ იქნება, როგორც ეს გასულ წლებში მოხდა.

ბურდილაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ რაოდენობრივი კლების მიუხედავად, ინდუსტრიაში ვითარება ჯანსაღია და ის თანხობრივად იზრდება.

„ზრდის ტემპი არ იქნება ისეთი როგორიც იყო 2024-ში, 2023-ში და 2022-ში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ იქნება, ზრდის ტემპი შემცირდება, რაც ბუნებრივია. წინა წლებში ეგზოგენური ზრდა იყო, რაც ერთჯერადმა ფაქტორებმა გამოიწვიეს. ეს იყო მიგარნტების შემოსვლა, რომლებმაც გაზარდეს მოთხოვნა საიჯარო ბინებზე და საჯარო მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია ამ ქონების მიმზიდველობის გაზრდა ინვესტორებისთვის. ეგზოგენური ფაქტორები დღეს აღარ გვაქვს, რის გამოც ზოგი კითხულობს „რა გვეშველება?“ საქართველოში ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ მაღალი, იანვარში იყო 11%, ეს ითარგმნება შინამეურნეობების შემოსავლების ზრდაში და როდესაც შემოსავალი იზრდება, პირველ რიგში იუმჯობესებს საცხოვრებელ გარემოს.

ამიტომ მე ვერ ვხედავ რისკებს, არ ვიცი რომელ ფენაშია გაუარესებული მოლოდინები. ჩვენ და ჩვენი პარტნიორი კომპანია $100 მლნ-ზე მეტის ინვესტიციას ვაპირებთ ერთ კონკრეტულ პროექტში და მაგის მიღმა კიდევ 8 პროექტი გვაქვს. ამის გარდა 2 ახალი პროექტის დაწყებას ვაპირებთ წელს“, - განაცხადა ბურდილაძემ.

 

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати