USD 2.6171
EUR 3.0191
RUB 3.1286
Tbilisi
Tbilisi Marriott-ის, Courtyard Tbilisi-ის, Moxy Tbilisi-ის სასტუმროების დატვირთვა შემცირებულია - "GMT ჯგუფი"
Date:  1345

GMT ჯგუფი, რომელიც ბრენდულ სასტუმროებს - "თბილისი მერიოტს", "ქორთიარდ მარიოტსა" და "მოქსი თბილისს" მართავს, აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისთვის რთული აღმოჩნდა.

ჯგუფის კლასტერ მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი, მარიამ ფხაკაძე BM.GE-სთან ამბობს, რომ სასტუმროების დატვირთულობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია.

მისივე განმარტებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევებია რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმროში, როგორიცაა Tbilisi Marriott. ხოლო Courtyard Tbilisi და Moxy Tbilisi უფრო სტაბილურად მუშაობს.

„მიმდინარე სეზონი საკმაოდ რთული აღმოჩნდა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისთვის. სასტუმროების დატვირთულობა მნიშვნელოვნად შემცირებულია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. განსაკუთრებით, რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმროებში გვაქვს გამოწვევები, ამ შემთხვევაში Tbilisi Marriott -ში, სადაც დატვირთულობა პრაქტიკულად განახევრებულია. Courtyard Tbilisi და Moxy Tbilisi უფრო სტაბილურად მუშაობენ ტურისტული ჯგუფების და ინდური ჯგუფების ხარჯზე, თუმცა კონკურენციისა და ბაზრის ცვლილებების გამო ფასების კორექტირება გახდა აუცილებელი.

ჯავშნების დინამიკა არასტაბილურია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გაუქმებების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით "თბილისი მარიოტში". პირველი კვარტალი შედარებით რთული თვეებია დატვირთულობის მხრივ, ხოლო მეორე კვარტალიდან გარკვეული პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა. თუმცა, საბოლოო შედეგები მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოზე”, - ამბობს კლასტერ მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი.

რაც შეეხება ბაზრებს, ფხაკაძე ამბობს, რომ მათი მომხმარებლები ტრადიციულად ინდოეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ჩინეთიდან და ამერიკიდან არიან. ევროპელი ტურისტების შემთხვევაში კი მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია.

“ტრადიციულად, ჩვენი ძირითადი ბაზრები ინდოეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი და ამერიკაა. მიმდინარე სეზონზე ევროპიდან მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია. რეგიონული ტურისტები უფრო აქტიურები, მაგრამ ფასების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან, რის გამოც საჭიროა მოქნილი საფასო სტრატეგია”, - აღნიშნავს მარიამ ფხაკაძე.

კლასტერ მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი დასძენს, რომ განთავსების ობიექტებში შემცირებულია კონფერენციებისა და კორპორაციული ღონისძიებების რაოდენობაც. Courtyard Tbilisi და Moxy Tbilisi მცირე და საშუალო ზომის ღონისძიებებს მაინც მასპინძლობენ, რაც გარკვეულწილად ამ მიმართულებით სტაბილურობას უზრუნველყოფს. ხოლო Marriott Tbilisi-ს დიდი საკონფერენციო სივრცეები ნაკლებად არის დატვირთული.

„გასულ წელთან შედარებით, მაღალი კლასის კორპორაციული შეკვეთების რაოდენობა შემცირებულია. კონფერენციების ძირითადი წყარო ახლა ადგილობრივი კომპანიებია. საერთაშორისო კორპორაციული ტურიზმი კვლავ აღდგენას ელოდება, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს“, - განაცხადა ფხაკაძემ.

წყარო:https://bm.ge/

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way