USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ბილ გეითსის საქველმოქმედო ფონდი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად მილიარდობით დოლარებს დახარჯავს
Date:  1337

ბილ გეითსი დიდი რაოდენობით თანხების გამოყოფას აპირებს, რათა გაგრძელდეს კორონავირუსისი საწინააღმდეგო ვაქცინის 7 ყველაზე დამაიმედებელ კანდიდატზე მუშაობა. იგი აღნიშნული გეგმისთვის ფულის დაზოგვას არ აპირებს, თუნდაც ამ საქმეში მის მიერ ჩადებული მილიარდობით დოლარი ფუჭად გახარჯული აღმოჩნდეს.

ამერიკელმა მილიარდერმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მის ფილანტროპისტ კომპანიას “GATES FOUNDATION”-ს შეუძლია მთავრობისგან განსხვავებით კორონავირუსთან გამკლავების რესურსების უფრო სწრაფი მობილიზება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს საქველმოქმედო ფონდს გააჩნია დიდი გამოცდილება ინფექციურ დაავადებების საკითხში, ჩვენ ვიფიქრეთ ეპიდემიაზე, ჩვენ დავაფინანსეთ ვაქცინის შემუშავება და ბუნებრივია, რომ გამოყოფილი ადრეული ინვესტიცია აღნიშნულ პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს".

გეითსით თქმით, მისი გუნდი განიხილავს ვაქცინის შვიდ ვარიანტს, რომლის განსავითარებლად წარმოების გაძლიერებას გეგმავს. „მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ მხოლოდ ორ ვაქცინას მივიღებთ, ჩვენ ვაპირებთ წარმოებისა და კვლევების დაფინანსების გაგრძელევას შვიდივე მათგანზე და არ ვაპირებთ დროის გაფლანგვას იმაზე რომ დაველოდოთ დასკვნებს როდესაც დადასტურდება, თუ რომელი ვაქცინაა უშუალოდ ყველაზე პროდუქტიული ვირუსთან ბრძოლაში“ - განაცხადა ბილ გეითსმა.

მაიკროსოფტის დამაარსებელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ერთდროულად ვაქცინის ტესტირება და წარმოების სიმძლავრეების გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს ანტივირუსული საპრევენციო პრეპარატის დროულად მიღებას. მისი თქმით, ვაქცინის სავარაუდო მიღების დრო 18 თვეს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ბილ გეითსმა კორონავირუსთან ბრძოლაში 100 მილიონი დოლარი უკვე გაიღო.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way