USD 2.7154
EUR 3.1621
RUB 3.3985
Тбилиси
„ბერლინერ ცაიტუნგი“ (Berliner Zeitung): „საქართველო არჩევნების შემდეგ: ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, პრეზიდენტი იქნება“
дата:  475

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო არჩევნების შემდეგ: ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, პრეზიდენტი იქნება“ (ავტორი - ნიკოლას ბუტილინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევად ყოფილი ფეხბურთელისა და პარლამენტის ამჟამინდელი წევრის მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა წამოაყენა.

ანტიდასავლელი კანდიდატი

ამრიგად, 53 წლის ანტიდასავლელი პოლიტიკოსი და ხისტი კურსის გამტარებელი პიროვნება, სავარაუდოდ, პოსტსაბჭოთა კავკასიური ქვეყნის მორიგი პრეზიდენტი გახდება. „დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ დამაარსებელმა და საპატიო თავმჯდომარემ. მისი თქმით, „პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის თავის ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში და თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში. მიხეილ ყაველაშვილს მინდა, ვუსურვო წარმატებული საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე". 

ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი ამჟამინდელი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმას ნიშნავს, რომელსაც მთავრობაში  სძულთ.

არჩევნები - დეკემბერში

დღეისათვის საქართველოს პრეზიდენტი პოსტი დაკავებული აქვს ქალს, რომელსაც პროევროპული ორიენტაციის ერთგულია. სალომე ზურაბიშვილმა, ისევე როგორც ქართულმა ოპოზიციამ, არ აღიარა 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგები და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მანიპულირება მოახდინა და სხვა პარტიებზე მეტი ხმები კანონდარღვევებით მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე წელია ღიად კონფლიქტობს მმართველ პარტიასთან და აქტიურად მხარს უჭერს სხვადასხვა ოპოზიციურ ორგანიზაციებს. ევროკავშირში „მთავრობის დაუკითხავად“ განხორციელებული ვიზიტის გამო მმართველი პარტია მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას ცდილობს, თუმცა პრეზიდენტს ისედაც მალე შეუწყდება უფლებამოსილება - დეკემბრის შუა რიცხვებში.

„ქართული ოცნების“ კრიტიკოსები მმართველ პარტიას სულ უფრო მზარდ ავტორიტარიზმში და მოსკოვთან მეგობრული კურსის გატარებაში ადანაშაულებენ, განსაკუთრებით ე.წ. უცხოური აგენტობის“ კანონის მიღების შემდეგ. თავის მხრივ, როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს, კავკასიურ სახელმწიფოში „რადიკალიზაცია და პოლარიზაცია უცხოეთიდან იკვებება“.

საქართველო 2023 წლის დეკემბრიდან ოფიციალურად ითვლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატად, თუმცა ბრიუსელმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ევროპულ ბლოკში გაწევრიანების პროცესი ანტიდემოკრატიული და პრორუსული კანონების მიღების გამო შეაჩერა.

წყარო: https://www.berliner-zeitung.de/politik-gesellschaft/geopolitik/nach-georgien-wahl-ex-fussballprofi-micheil-kawelaschwili-wird-wohl-praesident-li.2276234

 

общество
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати