USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი შესაძლებელია "რუსთავის აზოტში" იყოს დამზადებული
дата:  1012

ბეირუთში 4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებასთან და აფეთქებული ამონიუმის ნიტრატის წარმომავლობასთან  დაკავშირებით სააქციო საზოგადოება “რუსთავის აზოტი” განცხადებას ავრცელებს. კომპანია პასუხობს ცნობებს, რომლის თანახმადაც ნიტრატი, რომელიც მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა 2013 წელს ბათუმიდან გაიტანა, რუსთავში იყო ნაწარმოები.

სააქციო საზოგადოება ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ, ვინაიდან მხოლოდ 3 წელია, რაც ქარხანას ამუშავებენ. 2013 წელს კი ქარხანას სხვა კომპანია, შპს “რუსთავის აზოტი” მართავდა.

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ბეირუთში აფეთქების მიზეზი იყო 2013 წელს საქართველოდან, კერძოდ რუსთავიდან ექსპორტირებული ამონიუმის ნიტრატი. გამომდინარე იქიდან, რომ სს “რუსთავის აზოტი” ქარხნის ოპერირებას აწარმოებს ბოლო 3 წელია, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივიღოთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, ქალაქ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი ნამდვილად იყო თუ არა 2013 წელს საქართველოში, კერძოდ კი რუსთავში ნაწარმოები”, – წერს კომპანია.

მათივე თქმით, “რუსთავის აზოტი” მსოფლიოში მოხმარებული ამონიუმის ნიტრატის 1%-მდე ოდენობას აწარმოებს და ლოკალური და საერთაშორისო სტანდარტით ინახავს, ასევე, გააქვს ექსპორტზე.

კომპანია ასევე ხაზს უსვამს, რომ ამონიუმის ნიტრატის 6 თვის გასვლის შემდეგ კარგავს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების თვისებებს. ბეირუთის პორტში კი აღნიშნულ ნივთიერებას 2013 წლიდან ინახავდნენ.

ბოლო მონაცემებით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია 4 000. ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.


ამონიუმის ნიტრატის ზემოაღნიშნული მარაგი ბეირუთში 2013 წელს მოხვდა მას შემდეგ, რაც ლიბანის დედაქალაქის პორტში მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს. ის საქართველოდან, კერძოდ, ბათუმის პორტიდან, აღნიშნული ნივთიერებით დატვირთული გავიდა და მოზამბიკისკენ მიემართებოდა.

ბეირუთის პორტში გაჩერებისა და ტექნიკური ინსპექციის შემდეგ, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, გემს მოგზაურობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, მალევე კი ის მფლობელებმა მიატოვეს. როგორც Shiparrested.com წერს, ბორტზე ნივთიერების დატოვების თანმდევი რისკების ფონზე, ის ჩამოტვირთეს და პორტის საწყობებში განათავსეს.

ლიბანის მთავრობამ უკვე თქვა, რომ პორტში მდებარე ნაგებობაში, სადაც აფეთქება მოხდა, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის მანძილზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე იყო განთავსებული. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, პირველადი გამოძიება სწორედ დაუდევრობის ვერსიაზე მუშაობს.

ბათუმიდან გასულ ამ გემთან დაკავშირებით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განმარტება 5 აგვისტოს გაავრცელა. სააგენტოში აცხადებენ, რომ მომხდართან  რაიმე ფორმით საქართველოს დაკავშირება საფუძველსაა მოკლუბული და ამონიუმის ნიტრატი, რომელიც აღნიშნულ გემს გადაჰქონდა, ყოველწლიურად დიდი რაოდენობით გადის საერთაშორისო ბაზარზე.

 

წყარო: netgazeti.ge

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати