USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
ასტროლოგიური პროგნოზი - რას გპირდებათ 8 ნოემბერი
дата:  528

ვერძი

იყავით მაქსიმალურად თავშეკავებული. დაკავდით თქვენი საქმეებით, მეტი გაგებით მოეკიდეთ ოჯახის წევრებს.

კურო

ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად კარგი დღეა. შესაძლოა უფროსისგან შექებაც დაიმსახუროთ. აკონტროლეთ ხარჯები.

ტყუპები

როგორც საქმიან ასევე პირად -სასიყვარულო სფეროში დღეს გიმართლებთ. ყურადღების ცენტრში ხართ, დაგეგმეთ დღე ისე, რომ სამსახურში თუ თქვენს საყვარელ ადამიანთან თქვენი ღირსება წარმოაჩინოთ.

კირჩხიბი

შემოქმედებითი კირჩხიბებისთვის მეტად წარმატებული დღეა. აი საბუთებთან დაკავშირებით მეტი ყურადღება გმართებთ.

ლომი

გახალისდით, ერთადერთი რაც გაკლიათ ეს მზის ენერგიაა. მშვენიერი დღეა ნებისმიერი აქტივობისთვის. მნიშვნელოვანი შენაძენები ჯობის, 10 რიცხვის მერე დაგეგმოთ.

ქალწული

ნუ აჩქარდებით. ძალიან მნიშვნელოვანია საღი აზრი და ანალიზი. საბუთებთან და მნიშნელოვან პროექტებთან დაკავშირებით მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა გმართებთ.

სასწორი

ყურადღეაბ მიაქციეთ ჯანმრთელობას, ისეირნეთ. იყავით მეტად პრაქტიკული. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც გარკვეული ემოციური კავშირი გქონდათ ახლო წარსულში.

მორიელი

იყავით მეტად პოზიტიური, ეცადეთ მეტი ფერები შეიტანოთ თქვენს ხედვაში. დაიხარჯეთ შემოქმედებითად. დღე კარგია ფინანსური საკითხების წარმოებისთვის.

მშვილდოსანი

პოზიტიური დღეა თქვენთვის, როგორ პირადი საკითხებისთვის, ასევე ფინანსური კუთხით. ზომიერი იყავით ახალ გაცნობილ ადამიანებთან.

თხის რქა

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ცვლილებებისგან. მიყევით თქვენს საქმეებს, ეცადეთ დღე გაიხალისოთ.

მერწყული

ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. იყავით ღია ურთიერთობებისთვის. თავი შორს დაიჭირეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თქვენზე უსიამოვნო შეგრძნებას იწვევენ.

თევზები

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. იყავით მიმტევებელი, მაგრამ ამავე დროს თქვენი პოზიციები არ დათმოთ თუ ეს კონკრეტულ საქმეს ეხება. 

экономика
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати