USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ასტროლოგი - რას გვპირდება 18 მარტი?!
Date:  

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მარტისთვის:

ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)

დროა, საახალწლო ბიუჯეტი და ხარჯები დაგეგმო - გაიხსენეთ, რომ ფულს თვლა უყვარს! თუ კოლეგების დახმარება გჭირდებათ, უთხარით. მათი პრაქტიკული რჩევები ცხოვრებას გაგიადვილებთ. შეიძლება, უახლოესი გეგმის შეცვლა მოგიწიოთ, რადგან აღმოჩნდება, რომ მისი შედგენის დროს ბევრი რამ არ გაითვალისწინეთ.

 კურო (21 აპრილი - 21 მაისი)

რთული და დაძაბული დღეა. ეცადეთ გარემოებებს მოერგოთ და პრობლემების გადაჭრა განსხვავებული ხერხებით სცადოთ. 18 დეკემბერს ბედმა სიურპრიზები მოგიმზადათ, მაგრამ შეიძლება ყველა არ მოგეწონოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოხდარს ისე შეხედოთ, როგორც ახალ შესაძლებლობას და თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით - უცნობ ადამიანებთან.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)

ამ დღეს სწრაფი რეაგირება და იმპროვიზაცია მოგიწევთ, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი პრინციპები უნდა დაიცვათ და დებატებში პოზიციები არ დათმოთ. შესაძლოა, ხელმძღვანელობისგან ახალი დავალებები მიიღოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები გამოავლინოთ.

კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი)

გირჩევთ, დინებას მიჰყვეთ, არ აჩქარდეთ და მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთოთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება ძალიან რთული იქნება. საკუთარი სიმართლის ნებისმიერ ფასად დამტკიცებას ნუ ეცდებით - თუ თქვენს ოპონენტს თქვენი არ სჯერა, მასზე ძვირფას დროს ნუ დაკარგავთ.

ლომი (23 ივლისი - 23 აგვისტო)

ფინანსური საკითხების გადაჭრისას საკუთარ ინტუიციას უნდა ენდოთ. დღევანდელი ურთიერთობა თქვენთვის არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება. შესაძლოა, შემთხვევით საინტერესო იდეა მოისმინოთ. პროფესიონალებთან საუბარი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასა და შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)

ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებთ. შესაძლოა, ამ დღეს თქვენთვის საჭირო, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ - ყურადღებით მოუსმინეთ რას გეუბნებიან, კოლეგებთან ურთიერთობაზე უარს ნუ იტყვით და ეს დღეს ნაყოფიერად ჩაივლის.

 

სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)

გაღიზიანება თავიდან რომ აიცილოთ, ამ დღეს ურთიერთობა უნდა შეზღუდოთ. კამათში ნუ ჩაერთვებით და მტკივნეული საკითხების განხილვას მოერიდეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ცუდი განწყობა სამუშაო საკითხებზე კონცენტრირებაში ხელს გიშლით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)

ამ დღის მოვლენებმა შეიძლება გაგაოცოთ, მაგრამ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას უნდა მოერიდოთ. შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან დაკავშირებით მალე აზრი შეგეცვალოთ. თუ თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობა გაჩნდა, შანსი ხელიდან არ გაუშვათ და საქმეს შეუდექით. პოტენციურ პარტნიორებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრები კარგად ჩაივლის.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)

იდეა, რომლებიც ამ დღეს თავში მოგივათ, შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს და კარგი შემოსავალი მოგიტანოთ. გირჩევთ თქვენი გეგმები გამოცდილ ადამიანებს გაუზიაროთ და მათგან პრაქტიკული რჩევები ან სასარგებლო შენიშვნები მიიღოთ.

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

ადვილი წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, ხანგრძლივი შრომისთვის მზად უნდა იყოთ. ეს არა მხოლოდ სამუშაოს, ცხოვრების სხვა სფეროებსაც ეხება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება, არ არის გამორიცხული კამათი და ჩხუბი, თუმცა ორ დღეში ყველაფერს ისევ სუფთა ფურცლიდან დაიწყებთ.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, მათთვის საკუთარი განცდების და იდეების გაზიარება სტრესისგან გაგათავისუფლებთ. ახალგაცნობილ ადამიანებთან გულწრფელობას კი უნდა მოერიდოთ - ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მათ საკუთარი გეგმების შესახებ არავითარ შემთხვევაში არ უამბოთ.

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

ხელსაყრელი დღეა რთული საქმის დაწყების ან უკვე დაწყებულის დასრულებისთვის. დაიმახსოვრეთ ყველა იდეა, რომელიც დღეს თავში მოგივათ. ახალი ნაცნობობა დადებით ემოციებს მოგიტანთ და განწყობას აგიმაღლებთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას - ის ამ დღეს არ გიღალატებთ.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way