USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
"CNBC" (აშშ): „თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა ქვეყნის მომავლისათვის კრიტიკულ მომენტში მოხდა: როგორია რეჯეფ ერდოღანის პრეზიდენტობის პერსპექტივა?“.
дата:  951

„სანამ მთელი მსოფლიოდან თურქეთში ჩასული მაშველები ნანგრევებს წმენდენ და კატასტროფული მიწისძვრის შემდეგ გადარჩენილ ადამიანებს ეძებენ, ექსპერტები ცდილობენ შეაფასონ, თუ რა გავლენას მოახდენს სტიქიური უბედურება ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე გრძელვადიანი პერსპექტივით“, - ნათქვამია ამერიკული ტელეარხის CNBC-ის ვებ-გვერდზე გამოყვეყნებულ მასალაში სათაურით „თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა ქვეყნის მომავლისათვის კრიტიკულ მომენტში მოხდა“ (ავტორი - ნატალი ტურაკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

თურქეთში (და სირიაში) 6 თებერვალს მომხდარი უძლიერესი მიწისძვრის შედეგად მილიონობით ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. (...) სანამ „კატასტროფის მტვერი ჯერ კიდევ ჰაერში ტრიალებს“, ანალიტიკოსები იმ გრძელვადიან ეფექტს აფასებენ, რომელსაც, სავარაუდოდ, თურქეთზე სტიქიური უბედურება მოახდენს - ქვეყანაზე, რომლის 85-მილიონიანი მოსახლეობა უკვე ისედაც ჩაფლულია ღრმა ეკონომიკურ პრობლემებში და რომლის საგარეო-სამხედრო პოლიტიკა და დიპლომატია  სერიოზულ გავლენას ახდენს მის საზღვრებს გარეთაც.

მიმდინარე წელი თურქეთისათვის „გარდამტეხი იქნება“: 14 მაისს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. მათ შედეგებს - იმისგან დამოუკიდებლად,  დარჩება თუ არა პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ხელისუფლებაში - დიდი მნიშვნელობა ექნება მოსახლეობისათვის, ეკონომიკასთვის, ვალუტისათვის და დემოკრატიისათვის“.

ერთი მხრივ, რეჯეფ ერდოღანის რეაქცია მიწისძვრის შედეგებზე და მეორე მხრივ - ოპოზიციისა და საზოგადოების პოტენციური მოწოდებები მის პასუხისმგებლობაზე, თუ რატომ აღმოჩნდა შენობათა დიდი უმეტესობა უხარისხოდ აგებული, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მისი პოლიტიკური ბედის განსაზღვრაში.

„თუ სამაშველო სამუშაოები არაკეთილსინდისიერად იქნება შესრულებული, მოსახლეობა კი, რომელსაც ხელისუფლების დახმარების იმედი აქვს, მთლიანობაში უკმაყოფილო დარჩება, ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია, მმართველი პარტია და მთავრობა არჩევნების დროს საპასუხო დარტყმას მიიღებს“, - ამბობს CNBC-ის კორესპონდენტთან საუბარში მაიკ ჰარისი, ანალიტიკური ცენტრის Cribstone Strategic Macro-ს დამაარსებელი, - კიდევ ერთი პრობლემაა იმ შენობების მშენებლობის ხარისხი, რომლებმაც სტიქიის დარტყმას სათანადოდ ვერ გაუძლეს. თუ შენობები ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი სტანდარტებით იქნენ აგებულნი და მშენებლობის პროცესი სრულიად უკონტროლოდ იყო მიშვებული, მაშინ, რასაკვირველია, რეჯეფ ერდოღანი კრიტიკის სერიოზული ტალღის წინაშე აღმოჩნდება. იგი სიტუაციაზე კონტროლს დაკარგავს“.

ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, რეჯეფ ერდოღანმა გასულ წელს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები იმიტომ დანიშნა, რომ სურდა ეკონომიკის კიდევ უფრო გაუარესებისათვის დაესწრო, როცა ინფლაცია 57%-ს აღწევდა. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგა, რომ მეტი შანსი ჰქონოდა ხელახალი არჩევისათვის, სანამ სიტუაცია დამძიმდებოდა. ახლა კი მოულოდნელმა მიწისძვრამ სიტუაცია უეცრად გააუარესა და მისი შანსები შეამცირა.

რეჯეფ ერდოღანის უფრო ადრინდელი წინასაარჩევნო ფინანსური დაპირებები - ისეთი პოპულისტური განცხადებები, როგორებიცაა ხელფასის მომატება და საპენსიო ასაკის შემცირება - დღეს უკვე შეუსრულებელი ჩანს: იმიტომ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ლომის წილი მთელი ქალაქების აღდგენას მოხმარდება. გასათვალისწინებელი ის ფაქტორიც, რომ ბოლო წლებში ინვესტორებს თურქეთიდან ფული უფრო მეტად გაჰქონდათ, ვიდრე შეჰქონდათ და აბანდებდნენ.

და მაინც, მიწისძვრისა და ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, ექსპერტი მარკ მებიუსი კომპანია Mobius Capital Partners LLP-დან ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს: „როცა საქმე თურქეთის ინვესტირებას ეხება, ჩვენ ძველებურად ვთვლით, რომ ამ ქვეყნის ეკონომიკა სიცოცხლისუნარიანია“. ჩვენ თურქეთში ინვესტიციების ჩადებას ვაგრძელებთ. იმიტომ, რომ თურქები მოქნილები არიან, ისინი სწრაფად ეჩვევიან ყველანაირ სიძნელეს, უბედურებებს, პრობლემებს და ცხოვრებას ჩვეულებრივ აგრძელებენ, თუნდაც ინფლაციის დიდი დონე იყოს ლირის მყიფე კურსის დროს. ასე რომ, ჩვენ თურქეთის ეკონომიკაში კაპიტალის დაბანდებისა საერთოდ არ გვეშინია“.

რაც შეეხება რეჯეფ ერდოღანის პოლიტიკურ პერსპექტივას, მარკ მებიუსის აზრით, თურქეთის მოუმზადებლობამ მსგავსი სტიქიური უბედურებების წინაშე შეიძლება არჩევნებში პრეზიდენტის შანსები შეამციროს. „დიახ, მშენებლობის დროს ხარისხის მოთხოვნებისა და სხვადასხვა ნორმების დარღვევა [რეჯეფ ერდოღანის] წარმატებისათვის სერიოზული პრობლემა იქნება“, - განმარტავს ექსპერტი.

პრეზიდენტის რეაქცია მიწისძვრის შედეგებზე და მისგან გამომდინარე არჩევნების შედეგები გავლენას მოახდენს თურქეთის როლზეც საერთაშორისო ურთიერთობებში. „რა თქმა უნდა, ანკარას დაეხმარებიან და მასზე დასავლეთის ზეწოლა შემცირდება, ვთქვათ, შვედეთისა და ფინეთის ნატოში მიღების საკითხში, მაგრამ თავის მხრივ, შესაძლოა, არც თურქეთმა არ გააგრძელოს მკაცრი პოზიციის გამოხატვა ჰელსინკისა და სტოკჰოლმის მიმართ“, - თვლის სინან ულგენი, სტამბოლის ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, - „თუმცა ამას, სავარაუდოდ, დროებითი ხასიათი ექნება. თურქეთი, როგორც კი პრობლემებს მეტ-ნაკლებად მოაგვარებს, ისევ დაუბრუნდება საგარეო პოლიტიკის კურსს“.

ამჟამად თურქეთს ნატოელი მოკავშირეები და მსოფლიოს ქვეყნები ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობენ და სამაშველო რაზმებს უგზავნიან, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს გადარჩენილი და მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაცია დაჩქარდეს. ბუნებრივია, ანკარას დაჭირდება მეტი სახელმწიფო სახსრების დახარჯოს გაჭირვებული, დაშავებული მოქალაქეების დასახმარებლად და დანგრეული პროვიციების აღსადგენად.

„დადებით მომენტად ითვლება ის, რომ თურქეთს საბიუჯეტო სივრცე აქვს“, - ხაზს უსვამს სინან ულგენი. ქვეყნის საგარეო ვალისა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შეფარდება დაახლოებით 34%-ით გამოიხატება, რაც ძალიან ახლოს დგას აშშ-სთან და ევროკავშირის წევრ  ქვეყნებთან. ექსპერტის თქმით, ეს ნიშნავს, რომ თურქეთს აქვს საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის შესაძლებლობა, „თუნდაც ამ დროს სახელმწიფო ვალის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად გაიზარდოს“.

თურქეთი დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა და მას აქვს იმის პოტენციალი, რომ მეტ-ნაკლებად წარმატებით მოახდინოს რეაგირება სტიქიურ უბედურებაზე. თუმცა ამ მიწისძვრამ ისეთი დიდი ზარალი გამოიწვია, რომ სამწუხაროდ, შესაძლოა თურქეთს ენერგია არ ეყოს პრობლემების გადასალახავად“, - ამბობს CNBC-ის ეთერში მარკ მებიუსი.

წყარო: https://www.cnbc.com/2023/02/09/turkey-earthquake-comes-at-a-critical-time-for-the-countrys-future.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати