USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
FBI აშშ-ს მოსახლეობას 50-ვე შტატში მოსალოდნელი შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ აფრთხილებს
თარიღი:  728

ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, აშშ-ს 50-ვე შტატსა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლებია მოსალოდნელი, - ინფორმაციას BBC ფედერალური ბიუროს (FBI) განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

FBI-ს განცხადების თანახმად, დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა მხრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ვარაუდობენ.

20 იანვარს, ინაუგურაციის დაწყებამდე, ვაშინგტონის ქუჩების უმეტესობა დაიკეტება. დედაქალაქს უკვე აკონტროლებენ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები.

დღეს ცნობილი გახდა, რომ Facebook-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აშშ-ში მცხოვრები მომხმარებლებზე გათვლილი რეკლამა, რომელიც საბრძოლო აქსესუარებსა და დამცავი აღჭურვილობას ეხება, იკრძალება. აკრძალვა, სულ მცირე, ორი დღე, იქამდე იმოქმედებს, ვიდრე ბაიდენის ინაუგურაცია არ ჩაივლის.

იქამდე, ვაშინგტონში, ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტთან პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი აკრედიტაცია, იარაღი და 500 ვაზნა აღმოაჩნდა. სავარაუდოდ, ის ინაუგურაციაზე დამსწრე პირებზე თავდასხმას გეგმავდა.

https://www.bbc.com/

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის