USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
WSJ: აშშ-მა ვენესუელასთან ახლოს ელიტური სამხედრო ქვედანაყოფები განალაგა
Date:  1496

აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიმდინარე კვირას კარიბის ზღვის აუზში დიდი რაოდენობის სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო თვითმფრინავი გადაისროლა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ თვითმფრინავების მეშვეობით ელიტური სამხედრო ქვედანაყოფებისა და აღჭურვილობის გადასროლა მოხდა.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, კარიბის ზღვაში ნიუ-მექსიკოს ავიაბაზაზე განთავსებული CV-22 Ospery-ს ტიპის 10 ამერიკული თვითმფრინავი გადაისროლეს, რომელსაც აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალები იყენებს.

გამოცემის ცნობით, პუერტო-რიკოში აშშ-მა ფორტ-სტიუარტისა და ფორტ-კემპბელის ბაზებიდან C-17 ტიპის თვითმფრინავები გადაისროლა. როგორც ანონიმურმა ამერიკულმა წყარომ გამოცემას განუცხადა, აღნიშნული თვითმფრინავებით სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის გადაყვანა მოხდა.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way