USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
აშშ-მა შავ ზღვაში ორი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება გააუქმა
თარიღი:  539

აშშ-მა შავ ზღვაში ორი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, თურქეთში აშშ-ის საელჩომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ნაბიჯის შესახებ შეატყობინა, მაგრამ მიზეზი არ დაუსახელებიათ.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროები აცხცადებენ, რომ თურქეთმა, სავარაუდოდ, არასწორად გაიგო თავდაპირველი შეტყობინება, რადგან ვაშინგტონის მიერ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნა საბოლოოდ არ დადასტურდა.

13 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნა რუსეთის ნერვებზე თამაშის მცდელობაა.

„ამერიკულ სამხედრო ხომალდებს ჩვენი სანაპიროს მახლობლად არაფერი ესაქმებათ. ეს უაღრესად პროვოკაციული ღონისძიებაა. ჩვენს სიმტკიცეს ცდიან და ნერვებზე თამაშობენ. არაფერი გამოუვათ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

8 აპრილს ტელეკომპანია CNN-მა პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების ფონზე, აშშ უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის