USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
აშშ-ის თავდაცვის მდივანი - უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია
Date:  435

უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ე.წ. “რამშტაინის ფორმატის” შეხვედრაზე განაცხადა.

“ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, აყვავებული და სუვერენული უკრაინა გვსურს, მაგრამ იმის აღიარებით უნდა დავიწყოთ, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია. ამ ილუზიური მიზნის დევნა მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს და მეტ ტანჯვას გამოიწვევს.

უკრაინისთვის მყარი მშვიდობა უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ომი კვლავ არ დაიწყება. ეს “მინსკი 3.0” არ უნდა იყოს.

ამის გათვალისწინებით, აშშ-ს არ სჯერა, რომ უკრაინისთვის ნატოში წევრობა მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების რეალისტური შედეგია. ამის სანაცვლოდ, უსაფრთხოების ნებისმიერ გარანტიას ზურგს უნდა უმაგრებდეს ქმედითუნარიანი ევროპელი და არაევროპელი სამხედროები.

თუ ეს სამხედროები რამე მომენტში უკრაინაში განლაგდებიან, როგორც მშვიდობისმყოფელები, ისინი უნდა განლაგდნენ, როგორც არა-ნატოს მისიის ნაწილი და მათზე “მე-5 მუხლი” არ უნდა ვრცელდებოდეს. ასევე საკონტაქტო ხაზის მტკიცე საერთაშორისო დაკვირვება უნდა იყოს. ნათელი რომ ვიყო, არცერთი უსაფრთხოების გარანტიის ნაწილად აშშ-ის სამხედროები უკრაინაში არ განლაგდებიან.

ეფექტიანი დიპლომატიის ხელშესაწყობად და ენერგიის ფასების დასაწევად, რომლებიც რუსეთის ომის მანქანის დაფინანსებას ახდენენ, პრეზიდენტი ტრამპი მნიშვნელოვნად ზრდის ამერიკის ენერგეტიკის წარმოებას და სხვა ქვეყნებსაც იმავეს მოუწოდებს. ენერგიის უფრო დაბალი ფასები, ენერგეტიკის სანქციების უფრო ეფექტიანად განხორციელებასთან ერთად, დაგვეხმარება რუსეთის [მოლაპარაკებების] მაგიდასთან მიყვანაში,” - განაცხადა ჰეგსეტმა.

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way