USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
თბილისი
BMG: აშშ-ის საფონდო ბირჟა რეკორდულად გაიზარდა
თარიღი:  527

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებით დაწყებული აღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - ამერიკულმა საფონდო ბირჟამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, კერძოდ, ძირითადი ინდექსის, S&P 500-ის მაჩვენებელმა 6,130 პუნქტს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

ტრამპის არჩევის ფონზე, მსხვილი ამერიკული კომპანიების საერთო კაპიტალიზაცია რამდენიმე ტრილიონი დოლარით გაიზარდა, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ტრამპი, როგორც მანჰეტენელი ბიზნესმენი, კორპორაციული სექტორის და უოლ-სტრიტის მხარდამჭერია.

მისი საარჩევნო დაპირება გადასახადების შემცირება, რეგულაციების შემსუბუქება და სატარიფო გეგმის ეროვნულ წარმოებაზე მორგებაა, რაც ამერიკული კომპანიებისთვის სარგებლის მომტანი იქნება.

გარდა ამისა, ტრამპის ეფექტმა რეკორდულად ზრდის საშუალება მისცა ოქროსაც, რომლის ღირებულებამ უნციაზე 2,950 დოლარს მიაღწია, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია.

წყარო:bm.ge

ეკონომიკა
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის