USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
აშშ-ის მიერ პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტის საპასუხოდ, ჩინეთი კონტრზომებს მიიღებს
Date:  750

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიური ბოიკოტის საპასუხოდ, ჩინეთი კონტრზომებს მიიღებს.

„აშშ-ის ქმედებები სერიოზულად არღვევს ოლიმპიური ქარტიით დაწესებული ფიზკულტურისა და სპორტის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს. ჩინეთი მტკიცე პროტესტს გამოთქვამს და კონტრზომებს მიიღებს“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ აშშ-მა სპორტის პოლიტიზირება უნდა შეწყვიტოს და დაბრკოლებები არ უნდა შეუქმნას პეკინში ოლიმპიადის ჩატარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ზიანს მიაყენებს ვაშინგტონის პეკინთან ურთიერთობებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დიპლომატიურ ბოიკოტს გამოუცხადებს და ჩინეთში მთავრობის არც ერთ წარმომადგენელს არ გაგზავნის.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way