USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«CNN» (აშშ): „აშშ-ის მოწინააღმდეგე კლუბს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ხელმძღვანელობენ, ახალი წევრი ემატება“
Date:  

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია „სი-ენ-ენი“ (CNN) ეხმაურება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაწყებულ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი-ქვეყნების მეთაურთა სამიტს და აქვეყნებს სტატიას სათაურით „აშშ-ის მოწინააღმდეგე კლუბს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ხელმძღვანელობენ, ახალი წევრი ემატება“ (ავტორი - ნექტარ განი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ევრაზიული ქვეყნების კლუბი, რომელსაც ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ხელმძღვანელობენ და რომელსაც დასავლეთისაგან განსხვავებით, ალტერნატიული მსოფლიო წესრიგის დამყარება აქვს განზრახული, კვლავ გაფართოებას აპირებს, ამჯერად რუსეთის ერთგული მოკავშირის სახით, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი მოსკოვის ომს კიევის წინააღმდეგ.

„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში“ (SCO-Shanghai Cooperation Organization) ბელარუსის მოსალოდნელი გაწევრიანებით ბლოკი პლანეტის მოსახლეობის 40% მოიცავს და მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით ერთ მეოთხედს, რაც სერიოზულ გეოპოლიტიკურ საპირწონეს წარმოადგენს აშშ-სა მისი მოკავშირეებისათვის. „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნების თანამშრომლობის ზრდა  ერთ მომენტზე მეტყველებს: ამერიკისა და მისი მოკავშირეებისათვის ევრაზიულ კლუბში ადგილი არ არის.

ბელარუსის მიერთება იმას ნიშნავს, რომ მოსკოვ-პეკინის ჩანაფიქრი წარმატებით ხორციელდება - გადააქციონ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“ ისეთ რეგიონულ გაერთიანებად, რომელიც რეალური მოწინააღმდეგე იქნება ამერიკისა და მისი მოკავშირეების ხელმძღვანელობით არსებული დასავლური ინსიტუტების მიმართ.

გაფართოებით შანხაის ორგანიზაციას მეტი ამბიციები გაუჩნდება. მას ასევე აუმაღლდება ავტორიტეტი გლობალური სამხრეთის (აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის) ქვეყნებში.

გერმანელი ანალიტიკოსის ევა ზაივერტის თქმით, ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს სურთ, რომ SCO მსოფლიოში აღქმული იყოს როგორც მსხვილი ბლოკი, რომლის იგნორირება უკვე აღარ შეიძლება. რაც უფრო მეტი ქვეყნები შეუეერთდებიან ორგანიზაციას, მით უფრო მომძლავრდებიან ჩინეთი და რუსეთი, მით უფრო მეტი მომხრე ეყოლება მოსკოვისა და პეკინის  მსოფლმხედველობას, რომლის მიხედვით ამერიკისათვის ევრაზიაში ადგილი არ არის“.

წყარო: https://edition.cnn.com/2024/07/02/china/china-russia-belarus-full-member-sco-summit-intl-hnk/index.html

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way