USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
თბილისი
BMG: "არაბული ინვესტიციის განხორციელებაშიც ეჭვი მეპარება, რადგან არაბები ძალიან ფრთხილები არიან" - ჭუმბურიძე
თარიღი:  

EUGBC-ის გენერალურ მდივანი და დიპლომატი ზვიად ჭუმბურიძე, ქვეყანაში არსებული შიდა თუ გარე ვითარების პირობებში საქართველოში $6.5 მილიარდიანი არაბული ინვესტიციის პროექტის განხორციელებას ეჭვქვეშ აყენებს. „ეჭვი მეპარება, რომ ის [Eagle Hills-ის] არაბული ინვესტიციაც განხორციელდეს, რადგან არაბები ძალიან ფრთხილები არიან და კარგად ესმით, რომ ინვესტიციას, საბოლოო ჯამში, დაცვა უნდა“, - განაცხადა მან BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე „დე ფაქტო“ გაჩერებული ევროინტეგრაციის პროცესის გავლენას ეხებოდა.

ზვიად ჭუმბურიძის შეფასებით ევროკავშირი სამ ძირითად ღირებულებას ეფუძნება არჩევანის თავისუფლებას, სამართლის უზენაესობას (თავისუფალი სასამართლო) და თავისუფალ მედიას. ის ამბობს, რომ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად სწორედ ეს ღირებულებები უნდა იყოს დაცული: „არ არსებობს ინვესტორი, რომელიც სიფრთხილით არ უყურებდეს საქართველოში ინვესტიციის ჩადებას“, - ამბობს ის. დიპლომატი ქვეყნის „იზოლაციურ რეჟიმში“ გადასვლის პირობებში მმართველი ძალის მხრიდან საინვესტიციო პროექტების შესრულების ნაწილში გარკვეულ რისკებსაც ხედავს.

 

„ეს განწყობა, ზუსტად ისევე აისახება ბიზნესზე, როგორც აისახება თითოეულ მოქალაქეზე და საერთაშორისო ინვესტორებზე.

ეჭვი მეპარება, რომ ის [Eagle Hills-ის] არაბული ინვესტიციაც განხორციელდეს, რადგან არაბები ძალიან ფრთხილები არიან და კარგად ესმით, რომ ინვესტიციას, საბოლოო ჯამში, დაცვა უნდა. თუ არა გაქვს სასამართლო, თუ არა გაქვს იმის საფუძველი, რომ თუნდაც არაბული ინვესტიცია იყოს დაცული... ახლა ეს რა ინვესტიციაა ცალკე საუბრის თემაა, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული საუბრის თემაა, საერთოდ ვისთან გვაქვს საქმე, რატომ გვაქვს და რა მოგება შეიძლება ნახოს ქართულმა საზოგადოებამ - ეს ცალკე თემაა, მაგრამ არ არსებობს ინვესტორი, რომელიც სიფრთხილით არ უყურებდეს ინვესტიციის ჩადებას საქართველოში, ვინაიდან ის კარგად ხედავს, თუ რა იზოლაციურ რეჟიმშია დღეს ქვეყანა. იზოლაციურ რეჟიმში მყოფი ქვეყანა კი ნებისმიერ ხელშეკრულებას გააუქმებს თავის სასარგებლოდ და შეიძლება ნებისმიერი ინვესტორი დატოვოს ყოველგვარი მოგების და ამ შემთხვევაში რაღაცა პროექტის შესრულების გარეშე. ისეთ რთულ და გაურკვეველ ჩიხში ვართ, რომ მე არ მეგულება დღეს მმართველ პარტიაში ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის ახსნას გასაგებად და მართებულად შეძლებს. ისე არა - დიფსთეითის იდეოლოგიით“, - აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.

 

 

ცნობისთვის: თუ არაბული “იგლ ჰილსის” $6.6-მილიარდიანი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი FDI იქნება არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს ეკონომიკაში. "ქართული ოცნების” მთავრობამ არაბულ EAGLE HILLS-თან "საინვესტიციო ხელშეკრულება" და “აქციონერთა შეთანხმება” უკვე მოიწონა, მაგრამ პირობები კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შპს “იგლ ჰილს საქართველოში”, რომელიც მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად დაფუძნდა, საქართველოს სახელმწიფო 33.33%-იანი წილის აქციონერი იქნება.

მთავრობამ EAGLE HILLS-თან "საინვესტიციო ხელშეკრულება" მოიწონა - პირობები კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალა

წყარო:https://bm.ge/

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.