USD 2.6171
EUR 3.0191
RUB 3.1286
თბილისი
TBC Capital: იანვარში, თბილისში, ბინების გაყიდვები და ქირა შემცირდა, გასაყიდი ფასი - გაიზარდა
თარიღი:  1011

2025 წლის დასაწყისში თბილისში ბინების გაყიდვები და ქირის ფასი შემცირდა, ბინების ღირებულება მცირედით გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული.

ამასთან, იანვარში გაყიდული ბინების ღირებულება 5%-ით შემცირდა და $225 მილიონს გაუტოლდა.

„2025 წლის იანვარში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა შენელდა და გაყიდული ბინების რაოდენობამ 2 796 შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6%-ით ნაკლებია.

ამავე პერიოდში, გასაყიდი ფასი გასული თვის მაჩვენებელზე შენარჩუნდა და $1223 შეადგინა, რაც 2024 წლის იანვრის ღირებულებას მცირედით - 1%-თ აღემატება.

2025 წლის იანვარში, გასაქირავებელი ფასი წლიურად 12%-ით შემცირდა და $10.7 შეადგინა. საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 9.2%-მდე შემცირდა (-1.3 პპ, წ/წ)“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

მიმოხილვის მიხედვით, იანვარში, 725 ახალი ბინა გაიყიდა, შედეგად წლიურმა ზრდის ტემპმა 13%-ს მიაღწია. რაც შეეხება ძველ ბინებს, განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით შემცირდა და 2 071 ბინას გაუტოლდა. შედეგად, ახალი ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 26%-მდე გაიზარდა.

ახალი ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 2%-ით გაიზარდა, ხოლო ძველი ბინების - 1.2%-ით. ჯამურად გაყიდული ბინების უდიდესი წილი - 43%, 50-დან 75 მ²-მდე ფართობის მქონე ბინებმა დაიკავა.

125 მ²-ზე მეტი ფართის მქონე ბინების წილი 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული უცვლელად 5%-ზე შენარჩუნდა.

„2025 წლის იანვარში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაიზარდა ჯამურ გაყიდვებში იმ ბინების წილი, რომელთა ფასი მ²-ზე აღემატება $900-ს. მაღალი საფასო სეგმენტის (>2500 $/მ²) საფასო სეგმენტის ბინების წილმა მთლიან ტრანზაქციებში 22% შეადგინა (+4პპ, წ/წ)“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის