USD 2.7056
EUR 3.1223
RUB 3.4355
Тбилиси
BM.GE: "ახალი ტენდენციაა ინდოეთი" - ვინ (აღარ) ყიდულობს უძრავ ქონებას საქართველოში?
дата:  461

კომპანია RE/MAX Capital-ის დამფუძნებლის მარიამ ასათიანის ინფორმაციით, საქართველოში უძრავი ქონების შეძენით ინდოეთის მოქალაქეები სერიოზულად ინტერესდებიან.

„ახალი ტენდენციაა ინდოეთი“ - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“, რომლის მთავარი თემა საქართველოს უძრავი ქონების სექტორის მდგომარეობა და ბაზრის ტენდენციები იყო.

მარიამ ასათიანის თქმით, კვლავ მაღალია ისრაელის მოქალაქეების ინტერესი თბილისსა და ბათუმში უძრავი ქონების შეძენის მიმართულებით.

ამასთან, RE/MAX Capital-ის დამფუძნებლის აზრით, რადგან ქვეყნის ტურიზმის სტრუქტურა იცვლება, მას მიჰყვა უძრავი ქონების ბაზარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მყიდველების სეგმენტიც იცვლება.

"ტურიზმში ტენდენციაა, რომ უფრო მეტად გვყავს სტუმრები გალფის ქვეყნებიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან, სადაც პირდაპირი ავიარეისები დაინიშნა. ეს ავითარებს უძრავი ქონების ბაზარსაც. ჩვენ უკვე ვხედავთ ინდოეთიდან საკმაოდ სერიოზულ ინტერესს როგორც საინვესტიციო მიზნით, პატარა ბინების შეძენის მიმართულებით, ისე აინტერესებთ ბინები დროებით საცხოვრებლად.

მოგეხსენებათ, დელიში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა და რადგან საქართველო-ინდოეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლაა და შესაძლებელია, ხუთ საათში აქ იყვნენ, აქვთ ინტერესი შეიძინონ ბინები და შაბათ-კვირა აქ გაატარონ, რაც უძრავი ქონების სექტორისთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობაა“, - აღნიშნა მარიამ ასათიანმა.

ვინ აღარ ყიდულობს საქართველოში უძრავ ქონებას? - ჰკითხა „წერტილის“ წამყვანმა ამასთან, RE/MAX Capital-ის დამფუძნებელს, რაზედაც მარიამ ასათიანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ე.წ. მიგრანტების ეფექტი ბაზარმა სრულად გაიწოვა.

„ჩვენი კომპანია რუსეთის ბაზარზე ისედაც არ მუშაობდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგადად, ომიდან გამომდინარე ტენდენცია, რომ რუსები და უკრაინელები ყიდულობდნენ ბინებს საქართველოში, დასრულდა. ეს ორი ქვეყანა მოთხოვნაზე გავლენას ვეღარ ახდენს, მაგრამ უძრავ ქონებაზე მაღალი ფასები დარჩა“, - ამბობს მარიამ ასათიანი.

 

мир
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.

„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.

„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

более
голосование
Кстати