USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
«Daily Mail» (დიდი ბრიტანეთი) - „დიდი ბრიტანეთის და საქართველოს შეთანხმებით, მიგრანტები, რომლებიც ინგლისში საქართველოს გავლით ჩავლენ, უკან იქნებიან დაბრუნებულნი“
თარიღი:  561

ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი“ (Daily Mail) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დიდი ბრიტანეთის და საქართველოს შეთანხმებით, მიგრანტები, რომლებიც ინგლისში კავკასიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის გავლით ჩადიან, უკან იქნებიან დაბრუნებულნი“ (ავტორი - დევიდ ბარეტი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, დოკუმენტს პირველი ივნისიდან უკვე იურიდიული ძალა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიგრანტები (თავშესაფრის მიღების მსურველები), რომლებიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ცხოვრობდნენ, ან „ტრანზიტით გაიარეს“ საქართველოს ტერიტორია და თვითმფრინავით ჩავიდნენ დიდ ბრიტანეთში, რისკის წინაშე დგებიან, რომ მათ, დიდი ალბათობით, იმავე ავიარეისით უკან, თბილისში დააბრუნებენ.

შეთანხმების მიხედვით, დიდ ბრიტანეთში კანონდარღვევით ჩასული მიგრანტების გაძევების საკითხი განიხილება 12 დღის განმავლობაში და თუ თანხმობა მიღებული იქნება, უცხოელი მოქალაქის დეპორტაცია სამი თვის განმავლობაში მოხდება.

რიში სუნაკის თქმით, რომელიც მოლდოვაში, კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური  ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობს, მიგრაციული კრიზისის მხოლოდ საერთაშორისო ძალისხმევით შეიძლება მოგვარდეს. მან კმაყოფილება გამოხატა სამიტში მონაწილე უცხო სახელმწიფოების ლიდერებთან მოლაპარაკებით.

საქართველო უნიშვნელოვანეს მიგრაციულ გზაჯვარედინზე მდებარეობს კავკასიაში. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან წამოსული მიგრანტები, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ თურქეთში შესვლას (ანკარა აბრკოლებს მიგრანტების გადასვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე), უპირატესობას აძლევენ ე.წ. „შავი ზღვის გზას“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სახმელეთო გზით ჯერ შედიან სომხეთში და აზერბაიჯანში, შემდეგ გადადიან საქართველოში,  საიდანაც, შავი ზღვის მეშვეობით, მიდიან რუმინეთში ან ბულგარეთში.

დიდ ბრიტანეთის სპეცსამსახურებს, კერძოდ, დამნაშავეობასთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოს, მიგრანტების ნაკადის კონტროლის მიზნით, ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შეთანხმება დადებული აქვთ ბულგარეთთან, რომელიც ითვალისწინებს იმ მოწყობილობებისა [და სატრანსპორტო საშუალებების] დამზადება-მიწოდების პროცესს, რომლითაც ადამიანებით მოვაჭრეები სარგებლობენ, გასაბერი ნავების ჩათვლით.

ბულგარეთი საკვანძო ქვეყანას წარმოადგენს გასაბერი ნავების გადატანის სახმელეთო მარშრუტზე, რომლებიც თურქეთში მზადდება სპეციალურად კონტრაბანდისტებისათვის, ლა მანშის სრუტეზე მიგრანტების გადასაყვანად. თურქეთში დამზადებული გასაბერი ნავები ავტომობილებით გადაქქვთ მეზობელ ბულგარეთში, იქიდან კი კონტრაბანდისტთა საიდუმლო ბაზებში, რომლებიც გერმანიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში მდებარეობენ.

ნავები ხშირად მთლიანკორპუსიანი კონსტრუქციით მზადდება, მათ არ აქვთ ცალკეული ნაკვეთურები, რომლებიც ჩაძირვის რისკს ამცირებენ.

გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა აპირებს, რომ თურქ სამართალდამცველებთან ერთად უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ოპერაციები განახორციელონ.

წყარო: https://www.dailymail.co.uk/news/article-12150235/Britain-Georgia-launch-deal-send-migrants-come-UK-shores-former-republic.html

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის