USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
აფროსნობაში თბილისის ღია პირველობა გაიმართა
Date:  887
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აფროსნობაში თბილისის ღია პირველობა გაიმართა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, 7-9 ივნისს გაიმართა თბილისის ღია პირველობა აფროსნობაში. ტურნირი თბილისის ზღვაზე, თბილისის საიალქნო კლუბის ტერიტორიაზე მოეწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისისა და ფოთის საიალქნო კლუბების სპორტსმენებმა და სომხეთიდან მოწვეული სტუმრებმა.
სპორტული ღონისძიება გაიმართა აფრიანი ნავების ორ კლასში: ოპტიმისტის საერთაშორისო და ლაზერის ოლიმპიურ კლასებში.
შეჯიბრებას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე, საქართველოს აფროსნობის ფედერაციის პრეზიდენტი დევი ქიტუაშვილი, ვეტერანი აფროსანი გურამ ბიგანიშვილი ესწრებოდნენ. ალექსანდრე მაისურაძემ გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა.
ტურნირის შედეგები ასეთია:
ილკა 6 (ჭაბუკები/გოგონები):
I ადგილი - ნიკოლოზ თათარიშვილი;
II ადგილი - მარი წამალაშვილი;
||| ადგილი - ალექსანდრე ქიტუაშვილი.
ილკა 6 (გოგონები):
| ადგილი - მარი წამალაშვილი;
|| ადგილი - ნარე სუკიასიანი.
ოპტიმისტი:
| ადგილი - ნიკოლოზ ყაზარაშვილი;
|| ადგილი - დემეტრე დანელია;
||| ადგილი - ალენ სუკიასიანი.
ოპტიმისტი (გოგონები):
| ადგილი - ანასტასია თათარიშვილი;
|| ადგილი - მარიამ ბროკიშვილი;
||| ადგილი - ვიქტორია პროგრებნიაკი.
ოპტიმისტი (ჯუნიორები):
| ადგილი - გიორგი გრიგოლია;
|| ადგილი - ემილია ჯაიანი;
||| ადგილი - ვიქტორია პოგრებნიაკი.
2023 წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აფროსნობის ფედერაციას ოლიმპიური კლასის (ILCA) ხუთი ახალი ნავი გადასცა.
სამინისტრომ ბრიტანული კომპანიისგან (OVINGTON) ნავების შესაძენად, მათი ტრანსპორტირებისა და განბაჟებისთვის ფედერაციას 93 234,42 ლარი გამოუყო. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენებმა თბილისის ღია პირველობაზე სწორედ ამ ნავებით იასპარეზეს.
შეჯიბრება საქართველოს აფროსნობის ფედერაციისა და თბილისის აფროსანთა კავშირის ორგანიზებით მოეწყო.
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way