2024 წლის იანვარ-თებერვალში თბილისში სამშენებლო ნებართვა 222 000 მ²-ის ფართობზე აშენებაზე გაიცა.
თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების თებერვლის მიმოხილვის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში ნებართვა მიღებული ასაშენებელი ფართის მოცულობა წლიურად 59%-ით გაიზარდა.
მიმოხილვაში ნებართვა მიღებული საერთო ფართობის მიხედვით TOP-5 პროექტის რეიტინგიც არის წარმოდგენილი. ესენია:
წყარო:https://bm.ge/
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.