USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
29 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  720

29 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 180-ე დღე (ნაკიან წლებში – 181-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 185 დღე.

 

დღის მოვლენები

512 : მზის დაბნელება დააფიქსირეს სამონასტრო ქორონიკონში ირლანდიაში.

1194 : სვერი ნორვეგიის მეფედ აკურთხეს.

1534 : ჟაკ კარტიემ პრინც ედუარდის კუნძული აღმოაჩინა ევროპელთათვის.

1561 : დასრულდა მშენებლობა წმინდა ბასილის ტაძარზე წითელ მოედანზე, მოსკოვში.

1613 : შექსპირის პიესის „ჰენრიხ VIII“ -ს პრემიერის დროს დაიწვა თეატრი „გლობუსი“.

1659 : კონოტოპის ბრძოლაში უკრაინელებმა ივან ვიჰოვსკის მეთაურობით რუსები დაამარცხეს.

1815 : სამხრეთ ამერიკაში შეიქმნა სახელმწიფო თავისუფალ ხალხთა ლიგა.

1850 : კუნძულ ვანკუვერზე ქვანახშირი აღმოაჩინეს.

1850 : კონსტანტინოპოლის ეკუმენიკურმა პატრარქატმა საბერძნეთის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა.

1880 : საფრანგეთმა ტაიტის ანექსია მოახდინა.

1888 : კლასიკური მუსიკის პირველი ჩანაწერი გაკეთდა - ჰანდელის „ისრაელი ეგვიპტეში“ ცვილის ცილინდრზე.

1891 : ქუჩის რკინიგზა ამოქმედდა ოტავაში, ონტარიო, კანადა.

1895 : დუხობორები კოლექტიურად წვავენ საკუთარ იარაღს ცარისტული რუსეთის მთავრობის მიერ ჯარში გაწვევის პროტესტის ნიშნად.

1914 : ჯინა გუსევა ცდილობს გრიგორი რასპუტინის მკვლელობას მის სახლში, ციმბირში.

1916 : განხორციელდა ბოინგის თვითმფრინავის პირველი საცდელი ფრენა.

1935 : გერმანიაში კილის ვერფზე საიდუმლოდ ჩაუშვეს წყალში პირველი გერმანული წყალქვეშა ნავი U-1

1945 : საბჭოთა კავშირმა და ჩეხოსლოვაკიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას კარპატისპირა უკრაინის საბჭოთა კავშირისთვის გადაცემის შესახებ.

1958 : ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

1962 : საკალათბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა.

1964 : შექმნეს ტელევიზორის სამართავი დისტანციური პულტი.

1974 : იზაბელ პერონი არგენტინის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. მისმა მეუღლემ, ხუან პერონმა, გადასცა მას პასუხისმგებლობა გაუარესებული ჯანმრთელობის გამო და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

1976 : სეიშელის კუნძულები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.

1984 : მინსკში მეტროს პირველი ხაზი გაიხსნა.

1986 : არგენტინა იმარჯვებს 1986 წლის მსოფლიო საფეხბურთო თასში.

1995 : ნასა-ს კოსმოსური შატლი „ატლანტისი“ პირველად უერთდება რუსეთის კოსმოსურ სადგურს „მირი“.

2001 : კოფი ანანი გაეროს გენერალურ მდივნად აირჩა მეორე ვადით.

2007 : ეპლის iPhone გამოვიდა გასაყიდად.

2008 : გერმანიის კარში ფერნანდო ტორესის გატანილი ერთადერთი გოლით ესპანეთის ეროვნული ნაკრები უეფას ევროპის 2008 წლის თასის მფლობელი გახდა.

2010 : ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი პალ შმიტი უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

2012 : იუნესკომ პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე მაცხოვრის შობის ტაძარს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

2016 : სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 45 და დაშავდა 238 პირი.

2017

ანა ბრნაბიჩი სერბეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა.

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის ბრძოლაში ისლამური სახელმწიფოს დანაყოფები სრულიად გაანადგურა.

ამ დღეს დაბადებულნი

1894 : იაშვილი, პაოლო — ქართველი პოეტი

1900 : სენტ-ეგზიუპერი, ანტუან დე — ფრანგი მწერალი და მფრინავი (გ. 1944)

1905 : ჰამარშელდი, დაგ ილმარ — შვედეთის სახელმწიფო მოღვაწე (გ. 1961)

1908 : ანდერსონი, ლეროი — ამერიკელი კომპოზიტორი (გ. 1975)

1936 : გაბრიაძე, რევაზ — ქართველი მწერალი, კინოდრამატურგი, რეჟისორი, მხატვარი

1948 : პეისი, იენ — ინგლისელი დრამერი (ჯგუფი Deep Purple)

1973 : ბაკურაძე, ბაკურ — ქართველი დიზაინერი, რეჟისორი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1895 : ჰაქსლი, ტომას ჰენრი — ინგლისელი ბუნებისმეტყველი.

1916 : ფრონელი — ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე

1940 : პაულ კლეე — შვეიცარიელი მხატვარი (დ.1879)

1941 : პადერევსკი, იგნაცი იან — პოლონელი კომპოზიტორი, პიანისტი (დ.1860)

1978 : რუბინშტეინი, მარკ — საბჭოთა გეოლოგი

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

ვენესუელა, კოლუმბია, კოსტა-რიკა, მალტა, პერუ, რომი, სან-პაულუ, ჩილე, ესპანეთი - ღვინის ომი

რუსეთი - პარტიზანის დღე

სეიშელის კუნძულები - დამოუკიდებლობის დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ქაიხოსრო ქართველი

ტიხონ საკვირველთმოქმედი

ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი

აგრეთვე:

სეიშელის კუნძულები : დამოუკიდებლობის დღე

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати