USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Тбилиси
TOP 25 ქალაქი დისტანციურად გრძელვადიანი მუშაობისთვის
дата:  432

ციფრული მომთაბარეობა სულ უფრო პოპულარული ხდება და, თუ აქამდე დისტანციურ მუშაობას უპირატესობას IT სფეროში მოღვაწე ახალგაზრდები ანიჭებდნენ, დღეს პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან დასაქმებით უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული.

"აღმასრულებელი მომთაბარეებისთვის", ანუ ადამიანებისთვის, რომელთა ასაკიც, როგორც წესი, 35-ს აღემატება და, განსხვავებით უფრო ფართოდ გავრცელებული ციფრული ნომადებისგან, ოჯახთან ერთად მოგზაურობას ანიჭებენ უპირატესობას, დისტანციური სამუშაოსთვის პირობების შერჩევისას ციფრულ გარემოს (ინტერნეტის სიჩქარეს, კავშირგაბმულობას) ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ფიზიკურს.

ასეთი ადამიანები ყურადღებას სამიზნე ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვისა და განათლების სისტემებს, ინფრასტრუქტურას, უსაფრთხოების ნორმებსა და ცხოვრების ხარისხს არჩევენ.

სწორედ ამიტომ, ბრიტანულმა კომპანია Sivills-მა "აღმასრულებელი მომთბარეობის ინდექსი" გამოაქვეყნა, რომელიც დისტანციურად მუშაობის შემთხვევაში, ნომადებს საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს.

კომპანიამ 25 ქალაქი ინტერნეტის სიჩქარის, კავშირგაბმულობის, სტაბილური კლიმატური პირობების, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრისა და ცხოვრების ხარისხის მიხედვით შეაფასა და თითოეულს ქულაც მიანიჭა.

TOP 25 ქალაქი დისტანციურად გრძელვადიანი მუშაობისთვის:

  1. დუბაი,არაბეთის გაერთიანებული საამიროები
  2. აბუ-დაბი,არაბეთის გაერთიანებული საამიროები
  3. მალაგა, ესპანეთი
  4. მაიამი, აშშ
  5. ლისაბონი, პორტუგალია
  6. ბარსელონა, ესპანეთი
  7. პალმა, ესპანეთი
  8. ბარბადოსი
  9. ალგარვი, პორტუგალია
  10. სენტ-ლუსია
  11. გრენადა
  12. ბალი, ინდონეზია
  13. სან-ხოსე, კოსტა რიკა
  14. კოტ დე აზური, საფრანგეთი
  15. კაიმანის კუნძულები
  16. დუბროვნიკი, ხორვატია
  17. კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკა
  18. მალტა
  19. ანტიგუა
  20. მავრიკი
  21. კვიპროსი
  22. პალერმო, იტალია
  23. ათენი, საბერძნეთი
  24. ტოსკანა, იტალია
  25. ბაჰამის კუნძულები

შესაბამისად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ორმა ქალაქმა ინდექსის წამყვანი პოზიციები დაიკავეს. თითოეულმა მათგანმა უმაღლესი შეფასება რამდენიმე კატეფორიაში მოიპოვეს, თუმცა დუბაის უპირატესობა საჰაერო კავშირით განისაზღვრა. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ დუბაისა და აბუ-დაბიში ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ დისტანციურად დასაქმებულმა ადამიანებმა ოთხივე სეზონზე კომფორტულად იცხოვროს.

წყარო:bm.ge

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати