ციფრული მომთაბარეობა სულ უფრო პოპულარული ხდება და, თუ აქამდე დისტანციურ მუშაობას უპირატესობას IT სფეროში მოღვაწე ახალგაზრდები ანიჭებდნენ, დღეს პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან დასაქმებით უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული.
"აღმასრულებელი მომთაბარეებისთვის", ანუ ადამიანებისთვის, რომელთა ასაკიც, როგორც წესი, 35-ს აღემატება და, განსხვავებით უფრო ფართოდ გავრცელებული ციფრული ნომადებისგან, ოჯახთან ერთად მოგზაურობას ანიჭებენ უპირატესობას, დისტანციური სამუშაოსთვის პირობების შერჩევისას ციფრულ გარემოს (ინტერნეტის სიჩქარეს, კავშირგაბმულობას) ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ფიზიკურს.
ასეთი ადამიანები ყურადღებას სამიზნე ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვისა და განათლების სისტემებს, ინფრასტრუქტურას, უსაფრთხოების ნორმებსა და ცხოვრების ხარისხს არჩევენ.
სწორედ ამიტომ, ბრიტანულმა კომპანია Sivills-მა "აღმასრულებელი მომთბარეობის ინდექსი" გამოაქვეყნა, რომელიც დისტანციურად მუშაობის შემთხვევაში, ნომადებს საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს.
კომპანიამ 25 ქალაქი ინტერნეტის სიჩქარის, კავშირგაბმულობის, სტაბილური კლიმატური პირობების, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრისა და ცხოვრების ხარისხის მიხედვით შეაფასა და თითოეულს ქულაც მიანიჭა.
TOP 25 ქალაქი დისტანციურად გრძელვადიანი მუშაობისთვის:
შესაბამისად, არაბთა გაერთიანებული საამიროების ორმა ქალაქმა ინდექსის წამყვანი პოზიციები დაიკავეს. თითოეულმა მათგანმა უმაღლესი შეფასება რამდენიმე კატეფორიაში მოიპოვეს, თუმცა დუბაის უპირატესობა საჰაერო კავშირით განისაზღვრა. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ დუბაისა და აბუ-დაბიში ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ დისტანციურად დასაქმებულმა ადამიანებმა ოთხივე სეზონზე კომფორტულად იცხოვროს.
წყარო:bm.ge