USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
25 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  790

25 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 176-ე დღე (ნაკიან წლებში – 177-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 189 დღე.

დღის მოვლენები

524 : ვეზერონსის ბრძოლა – ფრანკებმა ბურგუნდიელები დაამარცხეს.

1678 : ელენა კორნარო პისკოპია ხდება პირველი ქალი, რომელსაც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1788 : ვირჯინია გახდა აშშ-ს მე-10 შტატი.

1863 : სიოგუნმა ტოკუგავამ ქვეყნიდან ყველა უცხოელის განდევნა ბრძანა.

1876 : ლიტლ-ბიგჰორნის ბრძოლაში აშშ-ის გენერალ-მაიორი ჯორჯ არმსტრონგ კასტერი მოკლეს.

1905 : კულინანის ალმასი, დღემდე ცნობილი უდიდესი ალმასი, იპოვა ფრედერიკ უელსმა.

1938 : დაგლას ჰაიდი ირლანდიის პირველი პრეზიდენტი გახდა.

1044 : ტალი-იჰანტალას ბრძოლა – უდიდესი სკანდინავიის ისტორიაში – დაიწყო.

1947 : ანა ფრანკის დღიური გამოქვყნდა.

1948 : ბერლინის ოპერაცია „საჰაერო ხიდი“ დაიწყო.

1950 : კორეის ომი დაიწყო.

1953 : ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე ლავრენტი ბერია დააპატიმრეს.

1975 : ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ინდირა განდიმა ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა, გააუქმა რა სამოქალაქო უფლებები და არჩევნები.

1975 : მოზამბიკმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა პორტუგალიისაგან.

1978 : არგენტინა იმარჯვებს 1978 წლის ფიფას მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში.

1981 : Microsoft (კორპორაცია) ჩამოყალიბდა დღევანდელი სახით.

1991 : ხორვატიამ და სლოვენიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს იუგოსლავიისაგან.

1998 : მაიკროსოფტ ვინდოუს 98 გამოვიდა.

2007 : სტამბოლში გაიხსნა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის XV სამიტი.

2009 :

ამერიკელი პოპ მომღერალი მაიკლ ჯექსონი გულის უკმარისობით გარდაიცვალა 50 წლის ასაკში.

არქეოლოგებმა დაადასტურეს გერმანიაში 35.000 წლის ფლეიტის, უძველესი მუსიკალური ინსტრუმენტის, აღმოჩენა.

2010 : საქართველოს ხელისუფლებამ გორის ცენტრალური მოედნიდან სტალინის ძეგლი აიღო.

2013 : კატარის ამირამ შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანიმ ხელისუფლება შვილს, თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის გადააბარა.

2016 : გუდნი იოჰანესონი ისლანდიის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1852 : გაუდი, ანტონიო — ესპანელი (კატალონიელი) არქიტექტორი (გ.1926)

1855 : ანდრონიკაშვილი, იოსებ — ქართველი ინჟინერი და საზოგადო მოღვაწე

1903 : ორუელი, ჯორჯ — ინგლისელი მწერალი (გ.1950)

1909 : ბალავაძე, ბენედიქტე — ქართველი გეოფიზიკოსი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1822 : ჰოფმანი, ერნსტ — გერმანელი მწერალი (დ.1776)

1861 : აბდულმეჯიდ I — ოსმალეთის სულთანი (დ.1823)

2009 : ჯექსონი, მაიკლ — ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი და პოპ-კერპი (დ.1948)

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ისიდორე სამთავნელი

იოანე (თორნიკე) მთაწმინდელი

ონოფრე დიდი

ღირსი მეუდაბნოენი: პაფნუტი, ტიმოთე, იოანე, ანდრია, ირაკლემონე (ირაკლამვონე) და თეოფილე თებაიდელი

აგრეთვე:

ესპანეთი : სანტა-ოროსიას დღე

მოზამბიკი : დამოუკიდებლობის დღე

 

 

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати