USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Тбилиси
COVID-19-ის გავრცელებაზე დასაკვირვებლად მეცნიერები კონცერტს აწყობენ
дата:  739

სხვადასხვა მასობრივი შეკრებისას კორონავირუსის გავრცელებაზე დასაკვირვებლად გერმანიაში მდებარე ჰაალეს საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერები კონცერტს აწყობენ. სამეცნიერო გამოცემა IFL science-ის თანახმად, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიებაზე გერმანელი არტისტი, ტიმ ბენცკო ლაიფციგის დახურულ არენაზე იმღერებს. 

“კორონავირუსის პანდემიამ ღონისძიებების ინდუსტრია შეაჩერა. სანამ დაავადების გავრცელების რისკი არსებობს, ადამიანთა მასობრივი შეკრებები აკრძალულია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი იმის გარკვევა, თუ რა პრევენციული ზომებით შეგვიძლია ინფიცირების რისკის მინიმუმამდე დაყვანა”, – აღნიშნა გერმანიის საქსონია-ანჰალტის რეგიონის ეკონომიკის მინისტრმა, პროფესორმა არმინ ვილინგმენმა განცხადებაში

პროექტში, სახელწოდებით RESTART-19 4 ათასი 18-იდან 50 წლის ასაკამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მოხალისეები კონცერტის დაწყებამდე 48 საათით ადრე კორონავირუსის ტესტირებას ჩაიტარებენ და მხოლოდ ნეგატიური პასუხის შემთხვევაში ექნებათ ღონისძიებაზე დასწრების უფლება. 

კონცერტზე დასწრებამდე მეცნიერები მოხალისეებს FFP2 მასკებითა და მანათობელი ხელის სანიტაიზერებით მოამარაგებენ, რომლის საშუალებითაც ისინი დაადგენენ, თუ რა ზედაპირებს ეხებიან დამსწრეები ყველაზე ხშირად. ამასთან, ექსპერიმენტის ყველა მონაწილე მიიღებს ელექტრონულ მოწყობილობას, რომელიც მკვლევრებს რეგულარულად მიაწოდებს მონაცემებს მათი დისტანციისა და სხვა ადამიანებთან კონტაქტის ხანგრძლივობისა და სიხშირის შესახებ. 

ყველა ადამიანის მოძრაობისა და კონტაქტების შესახებ მონაცემების შეკრების შემდეგ, მეცნიერები კომპიუტრული მოდელის დახმარებით შეამოწმებენ, თუ როგორ შეიძლება გავრცელდეს ადამიანებს შორის კორონავირუსი. 

პროექტის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ექსპერიმენტი 3 სცენარის მიხედვით ჩატარდება: პირველ მათგანში მონაწილეობას 4 ათასი ადამიანი მიიღებს და ის კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდის სიმულაცია იქნება; მეორე სცენარში, რომელშიც ასევე 4 ათასი მონაწილე იქნება, ადამიანების მოძრაობა გაკონტროლდება – ისინი დიდი დისტანციით იქნებიან დაშორებული ერთმანეთისგან; მესამე შემთხვევაში კი, მონაწილეობას 2 ათასი ადამიანი მიიღებს და მათ შორის დისტანცია 1.5 მეტრი იქნება. 

ჰაალეს საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მონაცემების დამუშავებას 1 თვის განმავლობაში შეძლებენ და შედეგებს საზოგადოებას ოქტომბრის დასაწყისში წარუდგენენ.

წყარო: netgazeti.ge

Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати