USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
COVID-19-ის გამოვლენის გამო სააღმზრდელო პროცესი თბილისის 25 ბაღშია შეჩერებული
Date:  663

9 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია თბილისის 25 საბავშვო ბაღში, რომელთაგან რვა დაწესებულება პირველ მარტს, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში დადასტურებული შემთხვევების გამო დაიხურა.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დანარჩენ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გრძელდება.

უწყების განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა და კონტროლი, რაც Covid-19- ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს.

“კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად, ინფიცირების ფაქტის გამოვლენისთანავე, ბაღის ადმინისტრაცია უკავშირდება აღსაზრდელების მშობლებს და მათ სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ აცნობებს. ამასთან, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ, ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებ” – აცხადებენ ბაგა-ბაღების სააგენტოში.

სააგენტოს ცნობითვე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, 25 თებერვლიდან დაიწყო და პირველ მარტამდე დაასრულა პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე, რომელთაგან 20%-ს PCR, ხოლო 80%-ს ანტიგენის ტესტი ჩაუტარდა.
თანამშრომელთა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way