USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
BMG: 11 თვეში ქართულმა ბანკებმა ₾3 მილიარდის მოგება მიიღეს - ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით
თარიღი:  533

2025 წლის 11 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.98 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126 მილიონი ლარით, ანუ 4%-ით მეტია.

ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ "საქართველოს ბანკია", რაც 2025 წლის 11 თვეში 1.5 მილიარდ ლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 7%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს "თიბისი ბანკი" იკავებს 1.1 მილიარდი ლარით, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზე კვლავინდებურად "ლიბერთი ბანკია" 115 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მოგების მაჩვენებელია. ასევე მაღალი მოგება აქვს "ბაზის ბანკს", 100 მილიონი ლარის ოდენობით, რაც წლიურად 40%-ით არის გაზრდილი. "კრედო ბანკის" მოგება კი 81 მილიონი ლარი იყო, რაც ასევე 40%-ით არის გაზრდილი. "ქართუ ბანკის" მოგება 40 მილიონ ლარს შეადგენდა (წლიურად 6%-ის კლება), პროკრედიტ ბანკს კი 28 მლნ ლარის მოგება, რაც წლიურად ასევე 9%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება მოგების მიხედვით სიის ბოლოში მყოფ ბანკებს, 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 54.8 მილიონი ლარის ზარალი აქვს "ვითიბი ბანკს", რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შეჩერებული აქვს. ასევე დიდი ზომის - 22.6 მლნ ლარის ზარალი აქვს "სილქ ბანკს", ჰეშბანკის ზარალი კი 10 მილიონი ლარი იყო.

ქართული ბანკების წმინდა მოგების მაჩვენებლები 2025 წლის 11 თვეში:

# ბანკი წმინდა მოგება მლნ ლარი ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1 საქართველოს ბანკი 1497 მლნ ლარი; 7%
2 თი–ბი–სი ბანკი 1113 მლნ ლარი; 3%
3 ლიბერთი ბანკი 115 მლნ ლარი; 12%
4 ბაზის ბანკი 100 მლნ ლარი; 40%
5 კრედო ბანკი 81 მლნ ლარი; 40%
6 ქართუ ბანკი 40 მლნ ლარი; -6%
7 პროკრედიტ ბანკი 28 მლნ ლარი; -9%
8 ტერა ბანკი 27 მლნ ლარი; -7%
9 ხალიკ ბანკი 18 მლნ ლარი; 0%
10 მიკრობანკი კრისტალი 15.2 მლნ ლარი; ბანკი 2025 წლიდან ოპერირებს
11 იშ ბანკ 13.9 მლნ ლარი; 9%
12 ზირაათ ბანკი 6.3 მლნ ლარი; 16%
13 მიკრობანკი ემბისი 6.3 მლნ ლარი; ბანკი 2025 წლიდან ოპერირებს
14 პაშაბანკი 1.5 მლნ ლარი; -79%
15 პეივბანკი 1.3 მლნ ლარი; -255%
16 პეისერა -1.3 მლნ ლარი; ბანკი გასულ წელს 0.9 მლნ ლარის ზარალზე იყო
17 ჰეშბანკი -9.8 მლნ ლარი; ბანკი გასულ წელს 4.3 მლნ ლარის ზარალზე იყო
18 სილქ ბანკი -22.6 მლნ ლარი; ბანკი გასულ წელს 11 მლნ ლარის ზარალზე იყო
19 ვი–თი–ბი ბანკი -54.8 მლნ ლარი ბანკი გასულ წელს 11 მლნ ლარის ზარალზე იყო
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის