2025 წლის 11 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.98 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126 მილიონი ლარით, ანუ 4%-ით მეტია.
ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ "საქართველოს ბანკია", რაც 2025 წლის 11 თვეში 1.5 მილიარდ ლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 7%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს "თიბისი ბანკი" იკავებს 1.1 მილიარდი ლარით, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზე კვლავინდებურად "ლიბერთი ბანკია" 115 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მოგების მაჩვენებელია. ასევე მაღალი მოგება აქვს "ბაზის ბანკს", 100 მილიონი ლარის ოდენობით, რაც წლიურად 40%-ით არის გაზრდილი. "კრედო ბანკის" მოგება კი 81 მილიონი ლარი იყო, რაც ასევე 40%-ით არის გაზრდილი. "ქართუ ბანკის" მოგება 40 მილიონ ლარს შეადგენდა (წლიურად 6%-ის კლება), პროკრედიტ ბანკს კი 28 მლნ ლარის მოგება, რაც წლიურად ასევე 9%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება მოგების მიხედვით სიის ბოლოში მყოფ ბანკებს, 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 54.8 მილიონი ლარის ზარალი აქვს "ვითიბი ბანკს", რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შეჩერებული აქვს. ასევე დიდი ზომის - 22.6 მლნ ლარის ზარალი აქვს "სილქ ბანკს", ჰეშბანკის ზარალი კი 10 მილიონი ლარი იყო.
| # | ბანკი | წმინდა მოგება მლნ ლარი | ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან |
| 1 | საქართველოს ბანკი | 1497 მლნ ლარი; | 7% |
| 2 | თი–ბი–სი ბანკი | 1113 მლნ ლარი; | 3% |
| 3 | ლიბერთი ბანკი | 115 მლნ ლარი; | 12% |
| 4 | ბაზის ბანკი | 100 მლნ ლარი; | 40% |
| 5 | კრედო ბანკი | 81 მლნ ლარი; | 40% |
| 6 | ქართუ ბანკი | 40 მლნ ლარი; | -6% |
| 7 | პროკრედიტ ბანკი | 28 მლნ ლარი; | -9% |
| 8 | ტერა ბანკი | 27 მლნ ლარი; | -7% |
| 9 | ხალიკ ბანკი | 18 მლნ ლარი; | 0% |
| 10 | მიკრობანკი კრისტალი | 15.2 მლნ ლარი; | ბანკი 2025 წლიდან ოპერირებს |
| 11 | იშ ბანკ | 13.9 მლნ ლარი; | 9% |
| 12 | ზირაათ ბანკი | 6.3 მლნ ლარი; | 16% |
| 13 | მიკრობანკი ემბისი | 6.3 მლნ ლარი; | ბანკი 2025 წლიდან ოპერირებს |
| 14 | პაშაბანკი | 1.5 მლნ ლარი; | -79% |
| 15 | პეივბანკი | 1.3 მლნ ლარი; | -255% |
| 16 | პეისერა | -1.3 მლნ ლარი; | ბანკი გასულ წელს 0.9 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 17 | ჰეშბანკი | -9.8 მლნ ლარი; | ბანკი გასულ წელს 4.3 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 18 | სილქ ბანკი | -22.6 მლნ ლარი; | ბანკი გასულ წელს 11 მლნ ლარის ზარალზე იყო |
| 19 | ვი–თი–ბი ბანკი | -54.8 მლნ ლარი | ბანკი გასულ წელს 11 მლნ ლარის ზარალზე იყო |
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.