USD 2.6927
EUR 3.2277
RUB 3.5344
თბილისი
TOP-10 ვებგვერდი, რომელსაც ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს
თარიღი:  5156

ანალიტიკური პლატფორმა სტატისტა იმ ვებგვერდებს ასახლებს, რომელიც მომხმარებელში ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს. როგორც ირკვევა, ყველაზე ხშირად მონახულებადი ძიების საიტი Google-ია. ვებგვერდს მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით 90.89 მილიარდი ადამიანი ეწვია.

ყველაზე ხშირად მონახულებადი საიტების ჩამონათვალში, მეორე ადგილი ვიდეოპლატფორმა Youtube-ს უკავია, პლატფორმის ვიზიტორების რაოდენობამ 34.64 მილიარდი შეადგინა.

სოციალურ პლატფორმა Facebook-ი ჩამონათვალში მესამე ადგილზეა, ვებგვერდს მხოლოდ მაისში - 22.38 მილიარდი ვიზიტორი ჰყავდა.

TOP-10 ვებგვერდი, რომელსაც ყველაზე მეტი ვიზიტორი ჰყავს:

1. Google.com – 90.89 მილიარდი ვიზიტორი
2. Youtube.com – 34.64 მილიარდი ვიზიტორი
3. Facebook.com - 22.38 მილიარდი ვიზიტორი
4. Twitter.com - 6.7 მილიარდი ვიზიტორი
5. Instagam.com – 6.21 მილიარდი ვიზიტორი
6. Wikipedia.org – 5.87 მილიარდი ვიზიტორი
7. Baidu.com – 5.75 მილიარდი ვიზიტორი
8. Yandex.ru – 3.69 მილიარდი ვიზიტორი
9. Yahoo.com – 3.63 მილიარდი ვიზიტორი
10. Xvideos.com – 3.33 მილიარდი ვიზიტორი

მსოფლიო
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის