USD 2.7290
EUR 3.1261
RUB 3.3817
Тбилиси
TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი - აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი
дата:  

მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოს 14 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს 29.1%-იანი წილი უკავია. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებით, ქვეყანამ ექსპორტზე 4 მილიარდ 079 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გიტანა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 14.4%-ით აღემატება.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81% შეადგინა. რეიტინგის პირველ სამ ადგილს კი საქართველოს მეზობლები ინაწილებენ.

TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი:

  • აზერბაიჯანი - 567.8 მლნ დოლარი, ზრდა - 34.7%;
  • სომხეთი - 552.2 მლნ დოლარი, ზრდა - 82.8%;
  • რუსეთი - 461.3 მლნ დოლარი, ზრდა - 15.3%;
  • ყაზახეთი - 428.2 მლნ დოლარი, ზრდა - 236%;
  • ყირგიზეთი - 413.8 მლნ დოლარი, ზრდა - 949%;
  • თურქეთი - 299.3 მლნ დოლარი, კლება - 7.5%;
  • ჩინეთი - 253.4 მლნ დოლარი, კლება - 49.6%;
  • ბულგარეთი - 186 მლნ დოლარი, კლება - 35.1%;
  • ესპანეთი - 72.3 მლნ დოლარი, ზრდა - 149.6%;
  • უზბეკეთი - 69.4 მლნ დოლარი, ზრდა - 15.4%.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ხუთ საექსპორტო ქვეყანაში - აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ექსპორტი ძირითადად ამ ეტაპისთვის ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონლის ავტომობილების რეექსპორტის საფუძველზეა გაზრდილი.

რაც შეეხება ჩინეთში ექსპორტის კლების ტენდენციას, ეს ძირითადად სპილენძისა და ძვირფასი ლითონების მადნების და სხვა დასახელების საქონლის შემცირებული გაყიდვებით არის განპირობებული.

რაც შეეხება საექსპორტო საქონელს იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა 1 მილიარდ 368 მილიონი დოლარით დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 33.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 411 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 169.3 მლნ დოლარით.

мир
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати