USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
თბილისი
BMG: 10 ევროპული ბანკი სტეიბლკოინის გამოსაშვებად ერთიანდება
თარიღი:  300

ათი წამყვანი ევროპული ბანკი, მათ შორის: ING, UniCredit, Raiffeisen Bank და BNP Paribas, ოფიციალურად აფუძნებს ახალ ერთობლივ კომპანიას, რომლის სახელია: Qivalis (ქივალი). კომპანია ამსტერდამშია ბაზირებული და მისი მთავარი მიზანია ევროზე მიბმული სტეიბლკოინის შექმნა და გამოშვება.

ამჟამად, სტეიბლკოინების გლობალური ბაზრის თითქმის მთელი მოცულობა დოლარზეა ორიენტირებული, ამიტომ ევროპულ ბანკებს ალტერნატივის შექმნა სურთ.

Qivalis-ის მიერ დაგეგმილი პროექტი მიზნად ისახავს ევროპული ბიზნესებისა და მომხმარებლებისთვის სტაბილური, ნდობით აღჭურვილი ციფრული ვალუტის მიწოდებას, რომელიც ევროს სტაბილურობას შეინარჩუნებს, 24/7-ზე იმუშავებს და ბლოკჩეინის დახმარებით უსაფრთხო და თან იაფი იქნება.

გარდა ამისა, სტეიბლკოინი სრულად იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის ახალ, ყოვლისმომცველ მარეგულირებელ ჩარჩოსთან და კანონმდებლობასთან.

კომპანია გეგმავს, რომ ევროს სტეიბლკოინი ბაზარზე 2026 წლის მეორე ნახევარში გამოუშვას. მისი აღმასრულებელი დირექტორი იქნება იან-ოლივერ სელი, რომელიც ადრე Coinbase-ის გერმანული ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორი იყო.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის