USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Tbilisi
TOP-10 ექსპორტიორი, რომელთაც 2022 წელს ყველაზე მეტი ღვინო გაყიდეს რუსეთში
Date:  1018

საქართველოს $19-მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში, რომელიც ქვეყანას 2022 წელს ჰქონდა, ექსპორტის წილი 5 მილიარდ 592 მილიონი დოლარი იყო, 2021 წელს საქონლის რეალიზებით მიღებულ შემოსავალს 31.8%-ით აღემატება. ექსპორტირებულ საქონელს შორის კი სხვა წლების მსგავსად 2022 წელსაც ერთ-ერთი მთავარი საქონელი ყურძნის ნატურალური ღვინოები იყო. უმსხვილესი საქონლის ათეულში 4.5%-იანი წილით ღვინოს მეხუთე ადგილი ეკავა და რეალიზების ზრდა 2021 წელთან შედარებით 5.5%-ია.

ღვინის რეალიზების 2022 წლის მაჩვენებელი რეკორდულია და 252 მილიონ 531 ათასი დოლარს შეადგენს. ჯამში, გასულ წელს სხვადასხვა ბაზარზე 106 693 ტონა ღვინო გაიყიდა.

BMG-მ საქსტატიდან იმ TOP-10 კომპანიის სია გამოითხოვა, რომელთაც შარშან ექსპორტზე ყველაზე მეტი ღირებულების ღვინო გაიტანეს. ცნობისთვის: კომპანიები რეიტინგული სიის მიხედვით არაა დალაგებული.

1. სს ბადაგონი
2. სს თბილღვინო
3. სს თელავის ღვინის მარანი
4. სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
5. შპს Bolero & Company
6. შპს GVMT Group
7. შპს ასკანელი ძმები
8. შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
9. შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
10. შპს მეღვინეობა ხარება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარად კვლავ რუსეთი რჩება - 2022 წელს ამ ქვეყანაზე ექსპორტის დამოკიდებულების მაჩვენებელი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ რუსეთზე ღვინის ჯამური ექსპორტის 63.7% მოდის, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს ნიშნული 54.6% იყო.

რუსეთში ღვინის ექსპორტიორი TOP-10 კომპანია

1. სს ბადაგონი
2. სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
3. შპს "წინანდლის ძველი მარანი"
4. შპს Bolero & Company
5. შპს GVMT Group
6. შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი
7. შპს ასკანელი ძმები
8. შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
9. შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
10. შპს ქართული ღვინის სახლი.

ცნობისთვის: ექსპორტიორი კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

World
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way