USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
«Голос Армении» (სომხეთი): „სირცხვილი და თავის მოჭრა - საფეხბურთო მოედანზე და მოედნის გარეთ“
თარიღი:  842

„მატჩზე რაიმე განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვით: ქართველებს გოლები თავიანთ გემოზე და სურვილზე გაჰქონდათ, თანაც სომხეთის გუნდის თბილისურ განადგურებას სათავე თვითონ კაპიტანმა ვარაზდათ არიანმა დაუდო - მან გოლი საკუთარ კარში უკვე მატჩის მე-4 წუთზე გაიტანა... ყველაფერი ადასტურებდა იმას, რომ სომეხ ფეხბურთელებს არაფრის უნარი არ გააჩნდათ. არაფერი არ შეუცვლია ედგარ სევიქიანის ლამაზ გოლსაც, რადგან გამარჯვება მაინც ქართველებს დარჩათ, თანაც დიდი ანგარიშით. სომეხ ფეხბურთელებს აშკარად დიდი პრობლემები აქვთ“, - ნათქვამია სომხეთის გაზეთ „გოლოს არმენიის“ (Голос Армении) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სირცხვილი და თავის მოჭრა - საფეხბურთო მოედანზე და მოედნის გარეთ“ (ავტორი - ვადიმ მკრტჩიანი).

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან, რომელიც თბილისის სტადიონზე მომხდარ ინციდენტს ეხება:

„და ბოლოს, ორიოდე სიტყვა იმ ინციდენტზეც, რომელიც თბილისის „დინამო-არენას“ სტადიონზე მოხდა: საინტერესოა, ჰქონდა თუ არა სტიქიური ხასიათი რამდენიმე ასეული უმართავი დეგენერატის სამარცხვინო ქცევას თუ ის დაგეგმილ პროვოკაციას წარმოადგენდა, შესაძლოა, ადგილობრივი  აზერბაიჯანელების მონაწილეობით? ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტი იმაშია, რომ ტრიბუნებზე მყოფი ქართველი გულშემატკივრების უმრავლესობა მოედანზე გადასული ვაი-ფანატების მისამართით იძახდნენ, რომ ისინი სამარცხვინოდ იქცეოდნენ, ხოლო სომხურმა ფან-დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათმა ქართველმა კოლეგებმა ბოდიში მოიხადეს მომხდარის გამო.

საბედნიეროდ, არავინ არ დაშავებულა, თუმცა თანამედროვე [ქართულ] პოლიციას მასპინძლებისათვის სამარცხვინო ინციდენტის დროული აღკვეთა შეეძლო. უეფა, ალბათ, ქართულ საფეხბურთო ფედერაციას და სტადიონს რამენაირად დასჯის, ჩვენ კი გაგაცნობთ სოციალურ ქსელის ჩანაწერს, რომელიც ქართველ აქტივისტს თამთა თათარაშვილს ეკუთვნის: „სომხებმა ქართველებზე გაიმარჯვეს - თავიანთი სტუმართმოყვარეობით, კულტურით, ეთიკით და ადამიანური თვისებებით 10:0-ზე. სირცხვილი და თავის მოჭრა! კიდევ კარგი, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რეაგირება მოახდინა და სომხური მხარის წინაშე ბოდიში მოიხადა“.

კარგია, რომ ჩვენც რაღაცაში მოგებულები ვართ. ხუმრობაა, მაგრამ ვერაფერს იტყვი - თავზე მართლა ნაცარს ხომ ვერ დაიყრი. ცხოვრება გრძელდება. ფეხბურთი ხშირად ჩვენი ყოფის ამრეკლავ სარკეს წარმოადგენს, უფრო სწორად, იმ რეალობისა, რომელიც ჩვენს ირგვლივ არსებობს“.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის