USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«BBC» : „საქართველო ისტორიაში შევიდა - ქვეყანა Euro 2024-ში მონაწილეობს“
Date:  529

ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს (BBC) სპორტული სამსახური (BBC sport) აქვეყნებს სტატიას სატაურით „საქართველო ისტორიაში შევიდა - ქვეყანა Euro 2024-ში მონაწილეობს“ (ავტორი - ჯონათან იურეიკო). გთავაზობთ შემოკლებით:

„საქართველო ევროპული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი ფაქტით შევიდა - ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა პენალტების სერიაში გამარჯვებით ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობის საგზური მოიპოვა. ქართველმა ნიკა კვეკვესკვირმა ისეთი პენალტი დაარტყა, რომლის აღება სტუმრების მეკარემ ოდისევს ვლახიდიმესმა ვერ შეძლო. მატჩის დასრულებამ ანგარიშით 4:2-ზე თბილისში ქართველების უდიდესი სიხარული გამოიწვია.

ქართველი გულშემატკივრები მინდორზე გამოვიდნენ, რათა მისალმებოდნენ ნაკრების მოთამაშეებს - იმ ნაკრებისა, რომელმაც თავისი პირველი მატჩი 1990 წელს ითამაშა, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო და მე-15 მცდელობის შემდეგ საკვალიფიკაციო ბარიერი გადალახა - ევროპის 2024 წლის უდიდეს საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობის მიზნით. გულშემატკივრები ერთ-ერთი კარის უკან შეიკრიბნენ და, ფეხბურთელების მიმართ უდიდესი სიხარულის გამოხატვით, მუხლები მოიყარეს გუნდის წინაშე“

წყარო: https://www.bbc.com/sport/football/68603222

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way