USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
«Известия» : „სამოკავშირეო სახელმწიფოში მონაწილეობა პასუხობს აფხაზეთის ინტერესებს“
дата:  635

რუსული გაზეთი „იზვესტია“ (Известия) აქვეყნებს ინტერვიუს „აფხაზეთის პრეზიდენტთან“ ასლან ბჟანიასთან სათაურით „სამოკავშირეო სახელმწიფოში მონაწილეობა პასუხობს აფხაზეთის ინტერესებს“ (ესაუბრება ჟურნალისტი ვალენტინ ლოგინოვი).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

 - პერიოდულად წარმოებს დისკუსია აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე სამოკავშირეო სახელმწიფოს პროექტში. განიხილავს თუ არა სოხუმი „რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსადმი“ მიერთების შესაძლებლობას?

- არასტაბილურ მსოფლიოში რთულია ერთმა სახელმწიფომ სხვების დახმარების გარეშე იარსებოს. 2014 წელს ხელმოწერილ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ რუსული მხარე ხელს შეუწყობს აფხზეთის ჩაბმას პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში. აფხაზეთის პერსპექტიული მონაწილეობა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო ხელშეკრულების ჩარჩოებში, ვფიქრობ, ჩვენს ინტერესებს პასუხობს. ეს იქნება ჩვენი უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტი განმტკიცება. 

- თავდაცვისუნარიანობის საკითხთან დაკავშირებით: სექტემბერში აფხაზი და რუსი მეომრების ერთობლივი წრთვნები ჩატარდა. არის თუ არა რაიმე გეგმები მოსკოვთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით?

- რუსეთთან ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის სფეროში უკვე ბევრი რამ არის გაკეთებული. ეს საკითხი მუდმივადაა დღის წესრიგში... ახლაც, აფხაზეთის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავის ზეიმის დროს ჩვენთან შემოვიდა რუსული რაკეტული ხომალდი, რომელიც ახალი აგებულია, ძალიან სერიოზული შესაძლებლობებით... ავედით მის ბორტზე და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, უახლოეს ხანში ოჩამჩირის რაიონში იქნება რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი. ყველაფერი მიმართულია ორივე მხარის - აფხაზეთისა და რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისაკენ.

- საქართველო დღემდე ბრალს სდებს რუსეთს, რომ მან თითქოსდა აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა. როგორია დღეისათვის სოხუმ-თბილისს შორის ურთიერთობა? შენარჩუნებულია თუ არა რაიმე კავშირები - ეკონომიკური ან სოციალური?

- ეკონომიკური ურთიერთობა მხოლოდ ერთი მიმართულებითაა შენარჩუნებული - ენგურჰესით სარგებლობის საკითხში. ჩვენ ჰიდროელექტროსადგურს ერთობლივად ვიყენებთ. კაშხალი საქართველოს ტერიტორიაზეა, ელექტროენერგიის გამომუშავება კი აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სადგურში ხდება. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, ჟენევის დისკუსიას თუ არ ჩავთვლით, ჩვენს შორის პრაქტიკულად არავითარი კონტაქტები არ არსებობს.

ჩვენ არ შეგვიძლია დავეთანხმოთ თეზისს, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არანაირად არ შეესაბამება სინამდვილეს. მაგრამ ვიღაცეებს, როგორც ჩანს, ამაზე საუბარი მნიშვნელოვნად მიაჩნიათ - იმიტომ, რომ ამ თეზისს მხარს უჭერენ საქართველოს მოკავშირეები - აშშ, დიდი ბრიტანეთი... მე ძალიან მოკლედ მოგიყევით, თუ რა სასიკეთო ცვლილებები მოხდა ჩვენს ეკონომიკაში რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შედეგად. განა ეს რამენაირად უკავშირდება ტერმინს „ოკუპაცია“? ამაზე კაცი ვერც გაიცინებს, მაგრამ დაე მათ ასე იფიქრონ.

- რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს. ხდება თუ არა რაიმე პროვოკაციები საქართველოს მხრიდან? რამდენად სტაბილურია საზღვრებზე არსებული ვითარება?

- რამდენადაც მე ვიცი, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება - მხედველობაში მყავს პრემიერ-მინისტრი [ირაკლი ღარიბაშვილი] და მისი გუნდი და არა პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] - ისინი პრაგმატიკოსები არიან და ამ თვალსაზრისით რაიმე დიდი პრობლემები [მათთან] არ გვქონია, ასე ვთქვათ. თუმცა ხანდახან, იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე, რომ ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევენ არა იმდენად საქართველოს, არამედ ამერიკის მზვერავი თვითმფრინავები. ჩვენ ამ ფაქტებს ვაფიქსირებთ. თუმცა ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს დაზვერვა უმეტესად აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინტერესებშია და რაღაც ნაწილით - საქართველოს ინტერესებშიც. მაგრამ რადგანაც საქართველოს ხელმძღვანელობა შესაბამის ყურადღებას უთმობს თავის შეიარაღებულ ძალებს, ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაბრუნების საკითხი თბილისში დღის წესრიგიდან არავის არ მოუხსნია. საერთოდ, ჩვენ არავის პროვოცირებას არ ვაპირებთ, ვიცით, თუ რა გვჭირდება და როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ამასთან, მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, რომ აფხაზეთი დაინტერესებულია მშვიდობით და კეთილმეზობლური ურთიერთობით. თუმცა ამ შემთხვევაში „ბურთი მათ [ქართველების] მხარეზეა“.

წყარო: https://iz.ru/1583490/valentin-loginov/uchastie-v-soiuznom-gosudarstve-otvechaet-interesam-abkhazii

 

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати