USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
თბილისი
«Российская газета» (რუსეთი): „საქართველოში კომუნისტები არ არიან: როგორ დავათვალიერე გორში სტალინის სახლ-მუზეუმი“
თარიღი:  430

რუსეთის სამთავრობო გაზეთ „როსსიისკაია გაზეტაში“ (Российская газета) დაბეჭდილია სტატია სათაურით „კომუნისტები არ არიან: როგორ დავათვალიერე გორში სტალინის სახლ-მუზეუმი“, რომელშიც ავტორის, რუსი ჟურნალისტის იგორ ელკოვის საქართველოში ყოფნის შთაბეჭდილებებია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში პოლიტიკური შემოდგომა რადიკალური ოპოზიციისათვის ყველაზე რთულ დროში შედის: ელექტორატი დაღლილია.

„უკვე მომაბეზრებელია ეს ყველაფერი“, - ამბობს თემური, რომელიც ჩქარი მატარებლის თბილისი-ზუგდიდის ვაგონში ჩემთან ერთად ზის, - „მეორე კვირა სულ ერთიდაიგივე მესმის: ბიულეტენები, პროცენტები, მოპარული ხმები, გაყალბება... რაღაც ახალი მაინც თქვან! აი, შენ რომ ჩემი მეზობელი იყო და მე ყოველდღიურად სულ ბიულეტენებზე გიყვიროდე, რა მოხდება? - იგი ერთი წამით ჩაფიქრდა. ჰო, მართლაც რა მოხდება? ვკარნახობ: „შენ ხმას ჩაგიწყდება, მე კი ნერვიულობა დამჩემდება... და ეს ყველაფერი საარჩევნო ბიულეტენების გამო!“.

ვაგონში ბევრმა გაიცინა - როგორც ჩანს, ჩუმად გვისმენდნენ. საქართველოში ყველა ყველაფერზე იჩენს ინტერესს. შეუძლიათ ნებისმიერ დროს ჩაერთნონ საუბარში და პირდაპირ „შენობით“ მოგმართონ.

ახლა კი პოლიტიკური ერთიანობის მოკლე მომენტს გაგაცნობთ: მთავრობამ და ოპოზიციამ - ერთმანეთის დაუძინებელმა მტრებმა - ორივემ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო  არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ორივე მხარის მილოცვაში ძნელია რაღაც არასტანდარტულის მოძიება, თუმცა ერთმა მაინც მოახერხა მსგავსი რამ ეთქვა - პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა. პირდაპირ გისოსებიანი ფანჯრების მქონე საავადმყოფოს პალატიდან მან მორიგი „საინტერესო ისტორია“ გაამჟღავნა: თურმე მისთვის დონალდ ტრამპს დაურეკავს და უთქვამს - „მიშა, პრეზიდენტის არჩევნებში მინდა მონაწილეობა მივიღო და როგორ ფიქრობ, როგორი შანსები მაქვს, ამერიკაში რატომღაც არ მენდობიანო!“. და როგორ ფიქრობთ, რა უთხრა მიშამ? - „მე მხარს გიჭერ, მიდი, შენი მჯერაო“.

თუ გგონიათ, რომ მე სასაცილო პოლიტიკურ ანეკდოტს გიყვებით, ძალიან სცდებით. ნაავადმყოფარ მიხეილ სააკაშვილის მოგონებებს და განცხადებებს ბეჭდავენ სერიოზული გამოცემები და ქართული ტელევიზიის ეთერშიც გადაიცემა ხოლმე. გაინტერესებთ, როდის დაურეკა მას ტრამპმა? ახლა კი არა, ათი წლის წინათ!

„სულელია ეგ შენი მიშა სააკაშვილი“, - არაპოლიტკორექტულად მიხსნის გორელი გიორგი, - ჩვენთან, გორში, ქალაქის ცენტრში იოსებ სტალინის ძალიან გრანდიოზული, ლამაზი ძეგლი იდგა. იყო თავისთვის, არავის არაფერში ხელს არ უშლიდა. აი, შეხედე, ტელეფონით თავის დროზე სპეციალურად გადავუღე სურათი. მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით კი ძეგლი აიღეს და ახლა ამხანაგი სტალინის ქანდაკება გორის ერთ ქარხანაში მიწაზე დევს. სხვათა შორის, მე ეს ფაქტიც მაქვს დაფიქსირებული. აი, ნახე, თუ არ გჯერა. როგორ შეიძლება ნორმალურ ადამანს ასეთი რამ თავში აზრად მოუვიდეს?“.

მოკლედ, ამდენი ლაპარაკის შემდეგ ზუგდიდში აღარ წავედი და მატარებლიდან გორის სადგურზე ჩამოვედი. კაცმა რომ თქვას, ამდენი მიტინგები და აქციები მეც მომბეზრდა, ისინი რაღაც უინტერესო გახდნენ, რუტინულად გადაიქცნენ. მომინდა პროვინციაში გავლა, უბრალო ხალხთან ახლოს ყოფნა. კითხვა დამებადა - ყველა პოზიცია-ოპოზიციაზე ლაპარაკობს და სად არიან ამ დროს გამოცდილი ამხანაგები, კომუნისტები? რატომ არიან ჩუმად?

ყოველგვარი ირონიის გარეშე: ქართველ კომუნისტებზე ბევრი რამ კარგი მქონდა გაგებული - ისინი გამოდიან მოწოდებებით, რათა საქართველომ და რუსეთმა ერთად, მშვიდობიანად და თანხმობაში იცხოვრონ, დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინონ...

სად მოვძებნო კომუნისტები? გორში წადიო, მირჩიეს თბილისელებმა. გორი თბილისიდან დასავლეთით, 90 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იქ, ქალაქის ცენტრში სტალინის პროსპექტი თურმე ჯერ კიდევ არსებობს. იქვეა მისი ბავშვობის სახლი და ბიუსტიც, სადაც, ალბათ, ყვავილებს მიიტანენ, იქ დგას მისი საყვარელი რკინიგზის ვაგონიც.

ოჰო, თუ ვაგონიც იქ არის, მაშინ წავედი და ეგაა.

და აი მე უკვე გორში, იოსებ სტალინის სახელობის პროსპექტზე მივაბიჯებ.. ალბათ, აუცილებელია გითხრათ, რომ ნამდვილად არ ვარ სტალინისტი, მაგრამ ვაღმერთებ ისტორიას. ძალიან მომწონს და მიყვარს, როცა მსოფლიო მოვლენებს ისტორიული საბედისწერო ლიდერების თვალით შევხედავ ხოლმე (თუნდაც ისინი ტირანები, ბელადები და კერპები იყვნენ).  წარმოიდგინეთ: ქართულ მიყრუებულ პროვინციაში მცხოვრები ღარიბი ხარაზის ოჯახში დანადებული ვაჟი ისეთი ადამიანი გახდა, რომელსაც მთელი მსოფლიო ანგარიშს უწევდა. ფენომენია, აბა რა არის? როგორ ცხოვრობდა იგი აქ, რას ხედავდა, რა პირობებში გაატარა თავისი ფეხშიშველი ბავშვობა?

მოკლედ მთავარზე: სტალინის მუზეუმმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა - შევედი და საათნახევარი შეუმჩნევლად გავიდა. სტალინის საყვარელი ვაგონიც ვნახე, ისევე როგორც მისი მამისეული სახლი.

კომუნისტებს კი არ შევხვედრივარ.

როგორც ამიხსნეს, საბჭოთა სიმბოლიკის გამო მხეცური ჯარიმებია დაწესებული, ხოლო თუ მეორედ შეგნიშნავენ, 15-დღიანი პატიმრობა. აბა, კომუნისტები ჩაქუჩ-ნამგლის გარეშე სადმე გინახავთ? ჰოდა, ვერც გორში ვერ ნახავთ.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა: საქართველოში 7 ნოემბერი ჩვეულებრივი სამუშაო დღეა და მხოლოდ ერთი თარიღია დღესასწაული - დიდმოწამე წმინდა გიორგის ხსენების დღე, 23 ნოემბერი, მაგრამ მანამდე გაძლება ხომ მინდა ქართული მიტინგომანიის ფონზე...

წყარო: https://rg.ru/2024/11/07/protesty-naskuchili.html

 

თბილისი
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი დაიწყო
აღნიშნულ მისამართზე ცოტა ხნის წინ დასრულდა საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა, რაშიც მოსახლეობასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.
 
ამ ეტაპზე, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ შეზღუდული რჩება როგორც მძიმე ტექნიკის, ისე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება. სადემონტაჟო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებისთანავე, მისამართზე სრულად აღდგება სატრანსპორტო მოძრაობა.
 
სამსართულიან ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში იატაკი 4 მაისს ჩაინგრა.
 
შემთხვევის შედეგად დაზარალებული 34 ოჯახი რაიონის გამგეობამ მყისიერად გადაიყვანა სასტუმროში. მათი ბინის ქირის კომპენსაციასაც გამგეობა უზრუნველყოფს.
 
მოსახლეობასთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, მისამართზე იგეგმება ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება, რომელიც, ასევე, მიმდებარე N4 და N6 კორპუსებსაც შეეხება.
შემთხვევის ადგილი ლითონის ღობითაა შემოსაზღვრული.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.