USD 2.6350
EUR 3.0026
RUB 3.4026
თბილისი
«Вечерняя Москва» (რუსეთი): „საქართველო მეგობრობაზე ალაპარაკდა? თბილისი მოსკოვისაკენ დრეიფობს“ (რუსი პოლიტოლოგების თვალსაზრისები)
თარიღი:  2126

რუსეთის გაზეთი „ვეჩერნია მოსკვა“ (Вечерняя Москва - იბეჭდება მოსკოვში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო მეგობრობაზე ალაპარაკდა? თბილისი მოსკოვისაკენ დრეიფობს“ (ავტორი - ალექსანდრე ზოსიმოვი), რომელშიც საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის ბოლოდროინდელი ტენდენციებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„საქართველოს ხელისუფლებამ ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომლებიც რუსეთთან მეგობრობაზე მიანიშნებენ - პირველად ბოლო 16 წლის განმავლობაში. „ვეჩერნია მოსკვა“ შეეცადა სიტუაციაში გარკვეულიყო.

როგორც მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამაარსებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ხელისუფლება შეეცდება ბოდიში მოიხადოს იმ ომის გამო, რომელიც ქართველებსა და ოსებს შორის 2008 წელს მოხდა. ქართველმა ოპოზიციონერებმა ბიძინა ივანიშვილს მხარი არ დაუჭირეს.

ნიშანდობლივია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის კრიტიკოს ოპოზიციონერთა შორის ბევრი მათგანია, რომლებიც დასავლეთის მიერ საქართველოსათვის თავმოხვეულ ანტირუსულ პროპაგანდას იზიარებს. რასაკვირველია, ბიძინას ეს ყველაფერი მშვენივრად ესმის, ამიტომაც მისი განცხადება შეიძლება შეფასდეს როგორც საქართველოს ფარული წინააღმდეგობა ამერიკული ჰეგემონიის მიმართ.

სხვათა შორის, იგივე ოპოზიციონერებმა, აშშ-სა და საერთოდ, დასავლეთის გულის მოსაგებად, ქვეყნის შიგნით არეულობის გამოწვევის მიზნით, მონაწილეობა მიიღეს კანონის „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში.

საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაში გაჩენილი ანტიდასავლური ტენდენციის გაჩენის გამო, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ადგილობრივ ქართულ ელიტაზე ზეწოლა გააძლიერეს. ვაშინგტონმა, მაგალითად, საქართველოს დახმარება „გაყინა“. უცხოური პრესის შეფასებით, საქართველო რუსეთისაკენ დრეიფობს. ამიტომაც დასავლეთი საგონებელშია, თუ როგორ შეიძლება თბილისისა და მოსკოვის დიალოგის ჩაშლა.

„საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრობა აღდგება, მაგრამ მხოლოდ უკრაინაზე ჩვენი ქვეყნის გამარჯვების შემდეგ, აგრეთვე მრავალპოლუსიანი მსოფლიოს არსებობის პირობებში, რომელიც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და „ბრიკსი“ უზრუნველყოფს’, - განუცხადა Вечерняя Москва-ს კორესპონდენტს МГИМО-ს პროფესორმა, პოლიტოლოგმა  ელენა პონომარევამ, - მაგრამ საეჭვოა ეს ახლო მომავალში მოხდეს“.

პოლიტოლოგ ალექსეი მუხინის თქმით, „აშკარაა, რომ დასავლეთი მთელი შესაძლებლობებით ცდილობს საქართველო თავის ორბიტაზე დაიტოვოს, თბილისს კი, თავის მხრივ, სუვერენიტეტის დაბრუნება სურს, ამიტომაც თავის ძალებს მიზნის რეალიზებისაკენ მიმართავს. ძალიან მოხარული ვიქნებოდი, თუ საქართველო ამას მოახერხებს. ასეთ შემთხვევაში საქართველო გახდება მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელიც საკუთარ დამოუკიდებლობას  საგარეო დახმარების გარეშე შეინარჩუნებს“.

წყარო: https://vm.ru/news/1167573-pochemu-gruziya-drejfuet-v-storonu-rossii

 

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის