USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«Российская газета» (რუსეთი): „გამარჯობა, თბილისო! როგორ შეხვდა საქართველო რუს ტურისტებს“
თარიღი:  731

რუსეთის ფედერალურ სამთავრობო გაზეთ „როსიისკაია გაზეტაში“ (Российская газета) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გამარჯობა, თბილისო! როგორ შეხვდა საქართველო რუს ტურისტებს“ (ავტორი - იგორ ელკოვი), რომელშიც გადმოცემულია ქართული შთაბეჭდილებები რუსი ჟურნალისტისა, რომელიც მოსკოვიდან თბილისში განახლებული პირველი ავიარეისით ჩამოვიდა.

სტატია იწყება საუბრით ქართველ ტაქსისტთან, რომელიც ეხება თბილისში არსებულ ფასებს საწვავზე, ქალაქის ტრანსპორტით მგზავრობაზე, კვებას კაფეებში და რესტორნებში. ავტორი თვლის, რომ „ფასები სრულიად მისაღებია... თუ თქვენ უკვე იცით მთავარი ქართული სიტყვები - „გამარჯობა“ და „მადლობა“ - პირველ ხანებში ეს საკმარისია. ასე რომ, გამარჯობა, თბილისო!“.

 

თბილისური კოლორიტი განსაცვიფრებელია. გახსოვდეთ, რომ ტროტუარზე სიარულისას ყურადღებით უნდა იყოთ:  ძალიან ბევრ ადგილზე თბილისელი ძაღლები არიან წამოწოლილნი. დიდები, ჭკვიანი და კეთილი თვალებით. ნუ შეგეშინდებათ, მათ სტუმრის პატივისცემა იციან. მართალია ქუჩაში ცხოვრობენ, მაგრამ ადამიანის მეგობრის ყველა უფლებით სარგებლობენ, ყურში ყველას „ჩიპები“ აქვს გაკეთებული.

შენობების კედლებზე და მესერებზე ბევრი წარწერა მოჩანს. შენობები ყველანაირია - სუპერთანამედროვე, ძველი ნგრევის პირას მისული და უკვე თითქმის დანგრეულიც. ბევრ სახლს რემონტი ჭირდება, კოსმეტიკური მაინც. საერთოდ, თბილისური შენობების კედლები, შეიძლება ითქვას, უფასო გზამკვლევის როლს ასრულებს. მივიდივარ ქუჩაში, გავიარე ერთი ნაკლებად შესამჩნევს სახლტან, თვალი შევავალე ფასადს და... ჰოი, საკვირველებავ! „ამ სახლში 1916-1918 წლებში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი მხატვარი ფიროსმანი - ნიკო ფიროსმანიშვილი“.

მე კი შენობას კინაღამ გვერდი ავუარე. ისე, რატომ - „ცნობილი“ და არა „გენიალური“, ან „დიდი“? თუმცა მე ხომ პოეტებისა და მხატვრების ქვეყანაში ვარ.

მოსაღამოვდა, ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერში სკამზე ჩამოვჯექი და „ბორჯომს“ ვწრუპავ. რაღაც ხმები მესმის, მივდივარ პარლამენტისკენ (საოცარია სილამაზეა - შადრევნები, განათება...). ხალხია შეგროვილი, დაახლოებით ასი ადამიანი. პოლიციელებსაც ვხედავ. გასაგებია - პოლიტიკურ აქციაზე მოხვდი. ძველი ნაცნობებია - ჯუჯა რადიკალური პარტია და მისი მოკავშირეები - ისინი, ვინც რუსეთ-საქართველოს კავშირების წინააღმდეგ გამოდიან. რა თქმა უნდა, მიტინგი არასანქცირებულია, ძირითადად ერთი ლაპარაკობს, დანარჩენები კი  უფრო მეტად ყვირიან და უსტვენენ. ზოგს ხელში უკრაინის დროშები და პლაკატები უჭირავს. ერთზე გარკვევით წერია, რომ რუსები უკან უნდა წავეთრიოთ, მეორე ქართულადაა და ვერაფერი გავიგე, მესამე ლოზუნგმა კი გამაკვირვა: მასზე ინგლისურად წერია - „ბიძინა“ და შემდეგ შეურაცხმყოფელი სიტყვა.

მდაა... ოპოზიციის პოლიტიკური კულტურის დონე ყოველგვარს საზღვრებს სცილდება.

იმის მიხვედრა, თუ რომელი ბიძინა ჰყავს მხედველობაში ოპოზიციას, ძნელი არ არის: საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამაარსებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

მომიტინგეების აზრით, სწორედ ბიძინაა დამნაშავე იმაში, რომ თბილისში რუსი ტურისტები ჩამოდიან და ფულს ხარჯავენ. ოპოზიციის მოქმედება გასაგებია - მათ არ სურთ ჩვენი ქვეყნების კავშირების განმტკიცება. აბა, რა უნდა ქნას გოგონამ, რომელსაც უკრაინის დროშა უჭირავს? ის ხომ უფულოდ დარჩება, თუ მისიას ვერ შეასრულებს“.

წყარო:

https://rg.ru/2023/05/23/gamardzhoba-tbilisi-kak-vstrechaet-gruziia-turistov-iz-rossii.html

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის