USD 2.7425
EUR 3.0732
RUB 3.4100
Tbilisi
BMG : როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
Date:  175

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა კვლავ სამი კომპანიის მიერ - "საქართველოს ბანკის", "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს კაპიტალის" მეშვეობით არის წარმოდგენილი.

მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდება:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 12.66%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 48.56 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.39 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 28.47%-ით გაიზარდა.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 13.51%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 36.80 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.02 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 45.45%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 11.98%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 13.66 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 636 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 41.26%-ით გაიზარდა.

წყარო: https://bm.ge/

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way