USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Tbilisi
«Комсомольская правда»: „რისთვის ჭირდება სომხეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი? ერევანი, მოსკოვის ჯიბრზე, დასავლეთისაკენ დრეიფს აგრძელებს“
Date:  303

რუსულ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ (Комсомольская правда) გამოქვეყნებულია მასალა სათაურით „რისთვის ჭირდება სომხეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი? ერევანი, მოსკოვის ჯიბრზე, დასავლეთისაკენ დრეიფს აგრძელებს“ (ავტორი - ალექსანდრე კოცი).

სტატიაში კომენტირებულია სომხეთის პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება, რომელსაც ორმაგი მიზანი აქვს - მიმართულია როგორც ვლადიმერ პუტინის, ასევე ილჰამ ალიევის წინააღმდეგ, მათი დაკავების მიზნით: პრაქტიკულად თუ არა, თეორიულად მაინც.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

სომხეთის პარლამენტმა, რომელშიც უმეტესობა ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები არიან, მაინც გადადგა ანტირუსული ნაბიჯი და რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებაზე წასვლა გადაწყვიტა - სამ ოქტომბერს რატიფიკაცია გაუკეთა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს (ხელშეკრულება//წესდებას), რაც სერიოზულ ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს ერევანსა და მოსკოვს შორის დამოკიდებულებაში.

დავიწყოთ იმით, რომ სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვაიას დაპატიმრების მიზნით ორდერი აქვს გაცემული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ისინი, ვთქვათ, სომხეთში ჩავლენ, ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებულია „ეჭვმიტანილი სტუმრები“ დააკავოს და საერთაშორისო სასამრთლოს გადასცეს.

ერევანში, რასაკვირველია, თავს იმართლებენ და იტყვიან, რომ რატიფიცირების პროცესი ორდერების გაცემამდე დაიწყო და ეს ყოველივე ინიცირებულია ბაქოსა და ანკარის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლებმაც არცახში [მთიან ყარაბაღში] სომხების გენოციდი მოაწყესო... მაგრამ რა აზრი აქვს სტატუტის რატიფიცირებას მაშინ, როცა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღიარა (ანუ მთლიანად დაკარგა), ამას ერევანში არ ამბობენ. გარდა ამისა, რეჯეფ ერდოღანის და ილჰამ ალიევის სამართლებრივი დევნის პერსპექტივა სამ ოქტომბრამდეც მიზერული იყო, ახლა კი ამის ალბათობა ნულზე ოდნავ მეტია. ამის მიზანი, ალბათ, უფრო გეოპოლიტიკური სიტუაციაა და არა კონკრეტული გარემოება. საერთოდ კი, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო სასამართლო საკმაოდ ცნობილია თავისი კონიუნქტურული გადაწყვეტილებებით.

აზერბაიჯანი, საეღთაშორისო სამართლის მიხედვით და სომხეთის თვალსაზრისითაც, თავის ტერიტორიაზე მოქმედებდა. ამიტომაც, რა პრეტენზიები უნდა ჰქონდეს ნიკოლ ფაშინიანს ილჰამ ალიევის ან რეჯეფ ერდოღანის მიმართ? მით უმეტეს, რომ რომის სტატუტი არც რუსეთს, არც აზერბაიჯანს და არც თურქეთს რატიფიცირებული არ აქვთ (სხვათა შორის, არც ამერიკას და ჩინეთს). მაგრამ არის ზოგიერთი მომენტი: რუსი მოქალაქე, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე მოხვდება, გარკვეული საფრთხის წინაშე დგება - თუ იგი საერთაშორისო სასამართლოს წევრი რომელიმე ქვეყნის მიერ რაიმეშია დადანაშაულებული, სომეხი სამართალდამცველები მას დააკავებენ და ჰააგაში გაგზავნიან. ვთქვათ, ისინი, რომლებიც სასამართლომ დაუსწრებლად სცნო დამნაშავეებად დონბასში მალაიზიის „ბოინგის“ ჩამოგდებაში 2014 წელს, თუ სომხეთში სევანის ტბის სილამაზით დატკობის მიზნით ან წაჰკაძორში თხილამურებით სასრიალოდ ჩავლენ, დიდი ალბათობით, ბოლოს ჰააგაში აღმოჩნდებიან.

კაცმა რომ თქვას, სტატუტის რატიფიკაციისაგან ერევანი არავითარ სარგებელს არ იღებს. ეს უფრო იმ დრეიფის მაჩვენებელი ელემენტია, რომელსაც სომხეთი დასავლეთისაკენ აგრძელებს, ვიდრე ლოგიკური მოქმედების ნაყოფი. ასე ვთქვათ, მოსკოვის ჯიბრზე სომხეთმა რუსეთს სუვერენიტეტი შეუზღუდა. ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმები“ 60-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 22 დეპუტატი ოპოზიციური პარტიებიდან („სომხეთი“ და  „მაქვს პატივი“). „ამ გადაწყვეტილებას სომხეთისათვის არანაირი სარგებლობის მოტანა არ სეუზლია“, - განაცხადა ოპოზიციურმა დეპუტატმა ჰაიკ მამაჯანიანმა, რომელიც ერთი კვირის წინათ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტსაც ითხოვდა.

რომის სტატუტის რატიფიცირებამ ძალიან მკაფიო დემონსტრირება მოახდინა ნიკოლ ფაშინინიანისადმი უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების პერსპექტივაზე: ვოტუმის გამოცხადების იმედი მიზერულია - ისევე როგორც ალიევის დაკავება და მისი გაგზავნა ჰააგაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სომხეთი, უკრაინის მსგავსად, იმ გზას აგრძელებს, რომელზეც „ფერდობზე გადავარდნა“ უწერია.

წყარო: https://www.kp.ru/daily/27563/4832017/

 

tbilisi
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way