USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
BMG: NVIDIA რეკორდულად გაიზარდა
თარიღი:  1237

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Nvidia-მ მორიგი რეკორდი დაამყარა - მისი აქციების შეფასება ერთ თვეში დამატებით 13%-ით გაიზარდა და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ 890 მილიარდი დოლარი შეადგინა, ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს, ანუ ჯენსენ ჰუანგის მიერ დაფუძნებული კომპანია ახლა უკვე Microsoft-ს, Apple-სა და Amazon-ს უსწრებს.

5-წლიან პერიოდში Nvidia-ს თითქმის 1,600%-იანი ზრდა აქვს, რაც მსოფლიოში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია და ამ დრამატული ზრდის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გამოჩენაა, რომელიც, თავისი არსით, საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციაა.

AI-ის განვითარების მიმართულებით Nvidia-ს უდიდესი როლის აქვს, რადგან პლანეტის ყველა მსხვილი AI-მოდელი და Data-ცენტრი ამჟამად Nvidia-ს ფიზიკურ ინფრასტრუქტურას ეფუძნება და შეიძლება ითქვას, რომ კომპანიას AI-პროცესორების წარმოების ბაზარზე ფაქტობრივი მონოპოლია აქვს.

ბოლო პერიოდში Nvidia-ს აღმასვლა ინვესტორების განწყობის გაუმჯობესებასთან და იმ მოლოდინის გაჩენასთანაა დაკავშირებული, რომ ტრამპის მიერ წამოწყებულ სავაჭრო-სატარიფო ომს ისეთი ნეგატიური გავლენა არ ექნება ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებზე, როგორსაც ამას ანალიტიკოსები თავდაპირველად პროგნოზირებდნენ.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ Nvidia კრიტიკული ტექნოლოგიის მწარმოებელი მონოპოლისტია, ანუ მისი პროდუქციის ჩანაცვლება კონკურენტებით დღეს თითქმის შეუძლებელია და სატარიფო დანაკლისის ამოვსება კომპანიას ფასების გაზრდით შეუძლია, რომელთან მიმართებით მომხმარებლებს პრეტენზიები ვერ ექნებათ, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, Nvidia-ს კონკურენტი არ ჰყავს, ანუ მისი პროდუქტი ის ეღირება, რაც ჯენსენ ჰუანგის გუნდს მოესურვება.

ყველანაირი ფინანსური და ეკონომიკური პარამეტრით, Nvidia ზეეფექტიანი კომპანიაა, რომლის შედარება სხვა კომპანიებთან თითქმის შეუძლებელია, ამიტომაც ის რეიტინგში ამჟამად პირველ ადგილს იკავებს და მასზე ინვესტორები დიდ იმედებს ამყარებენ.

უშუალოდ ჰუანგს რაც შეეხება, ის $135 მილიარდის ქონებას ფლობს და პლანეტის უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს. თუკი მის განცხადებას დავუჯერებთ, ის 24/7-ზე მუშაობს და ცდილობს ისეთი მომავალი შექმნას, სადაც ყველაფრის მამოძრავებელი ძალა AI იქნება, ასეთი მომავალი კი Nvidia-ს კოლოსალურ ფინანსურ სარგებელს მოუტანს.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის