USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Tbilisi
WHO: -კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტების მიერ დაავადების გადაცემის საკითხზე განმარტებას აკეთებს
Date:  992

მეტწილად უცნობია, არის თუ არა უსიმპტომო ადამიანი კორონავირუსის გადამტანი , - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ, განაცხადა, რითაც მან განმარტება გააკეთა საკუთარ კომენტარზე, რომელმაც საზოგადოების ნაწილში დაბნეულობა გამოიწვია.

„ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ასიმპტომურია, ანუ რომელსაც სიმპტომები არ აქვს, ვირუსის სხვა ადამიანზე გადატანა შეუძლია - რაც ახლა უკეთ უნდა გავიგოთ, არის ის, თუ მოსახლეობის, რა ნაწილს არ აქვს სიმპტომი“, - განაცხადა მარია ვან კერხოვემ.

მისივე განმარტებით, გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე, სადაც განაცხადა, რომ უსიმპტომო ადამიანებისგან კოვიდ 19-ის გავრცელება ძალიან იშვიათად ხდება, ის რამდენიმე კვლევას ეყრდნობოდა.

“ეს კვლევების ძალიან მცირე ჯგუფია. ეს საკითხი მეტწილად უცნობია და მის გარშემო ბევრი რამ შეუსწავლელია“, - განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, მარია ვან კერხოვემ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა, რომ „უსიმპტომო ადამიანებისგან კოვიდ 19-ის გავრცელება ძალიან იშვიათად ხდება.

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way