USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
GEO TEAM-ი: ფინანსური პრობლემები ქართულ კლუბებში
Date:  
"2 თვეზე მეტია დინამო თბილისის ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, სტაფს და აკადემიის თანამშრომლებს ხელფასი არ აუღიათ. ვიცით, რომ ასეთი პრობლემა იყო ზაფხულშიც, ევროტურნირების წინა პერიოდში, რაც გუნდზე ნეგატიურად აისახება. ასეა ახლაც, გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი წააგო.
ჩემი ინფორმაციით, დინამო თბილისის გარდა, ფინანსურად ცუდი სიტუაციაა სხვა ბევრ ქართულ კლუბში. მაგალითად, გაგრასა და ქობულეთის შუქურაში. ასევე, შემთხვევებში, არასტაბილური მდგომარეობაა დინამო ბათუმსა და საბურთალოში.
GEO TEAM-ის ინფორმაციით, დინამოს დავალიანება მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა დაეფარა, თუმცა როგორც გავიგე, ფეხბურთელებთან შეხვედრის შემდეგ, ამ თარიღმა მომდევნო კვირამდე გადაიწია, რაც უკვე სამთვიან დავალიანებას ნიშნავს.
საკლუბო ჩემპიონატი, უმიზნო კლუბებით, მოუვლელი მინდვრებით და კატასტროფული მენეჯმენტით არის ზუსტად იმის სახე, რა შედეგსაც ყოველ ზაფხულში ევროტურნირზე გასული კლუბებისგან ვიღებთ." - ინფორმაციას სპორტული გვერდი GEO TEAM-ი ავრცელ;ებს
World
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way