2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა, საიდანაც ამ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკაში 39.6 მლნ დოლარი ჩაიდო. ეს კი მთლიანი FDI-ის 22.1%-ია. ამგვარად, ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში აშშ, ჩეხეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მარტში ქვეყანაში აშშ-დან პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება წლიურად 19.2%-ით გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკაში პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 179.4 მლნ დოლარი ჩაიდო. აქედან 150 მლნ დოლარი, ანუ 83.6% რეინვესტირებული თანხა იყო, დანარჩენი 34.6% კი ანუ 62.1 მლნ დოლარი სააქციო კაპიტალი.
BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია რომელ დარგებსა და კომპანიებში ჩაიდო აშშ-დან ინვესტიციები პირველ კვარტალში. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამერიკული FDI-ის თითქმის 90% ამ პერიოდში ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში განხორციელდა. ეკონომიკის სექტორების რეიტინგი კი ასეთია:
რაც შეეხება კომპანიებს, სადაც ამ პერიოდში ყველაზე მეტი ამერიკული პირდაპირი ინვესტიციების ჩაიდო, მათი TOP-10-ეული ასე გამოიყურება:
წყარო: https://bm.ge/