USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): „მე უმჯობესია გავჩუმდე და არაფერი ვთქვა“. დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბარი: რა მოხდა სინამდვილეში“
дата:  683

 „ამერიკულმა ტაბლოიდ-გაზეთმა „ნიუ-იორკ პოსტმა“ (The New York Post) კვირას გამოაქვეყნა თავისი კორესპონდენტის მირანდა დევინის ექსკლუზიური რეპორტაჟი დონალდ ტრამპის თვითმფრინავის ბორტიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე. ეს ინფორმაცია მსოფლიოს ბევრმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ გაავრცელა, კრემლში კი უარი თქვეს მის დადასტურებაზე ან უარყოფაზე”, - იუწყება ბრიტანული „ბიბისი“ (BBC) სტატიაში სათაურით „მე უმჯობესია გავჩუმდე და არაფერი ვთქვა“. დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბარი: რა მოხდა სინამდვილეში“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რა დაწერა ისეთი „ნიუ-იორკ პოსტმა“ და როგორ კომენტარს უკეთებენ გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას? ერთადერთი მთავარი მომენტი ისაა, რაც პუბლიკაციის პირველივე აბზაცშია ნათქვამი - სატელეფონო საუბარი ორ პრეზიდენტს შორის მართლაც გაიმართა. სტატიის სათაური ასეთია: „ტრამპმა თქვა, რომ პუტინთან ტელეფონით ისაუბრა. მან განაცხადა, რომ რუს პრეზიდენტს „სურს ადამიანები უკრაინის ომში აღარ დაიღუპნონ“.

 „როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უთხრა „ავიაბორტ პირველზე“ (Air Force One - პრეზიდენტის თვითმფრინავი) მყოფ ჩვენს კორესპონდენტსექსკლუზიურ ინტერვიუში,  მან ტელეფონით ისაუბრა რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან იმ მიზნით, რომ „შეეცადოს მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინასთან ომის დასრულებაზე“.

პუბლიკაციის ავტორი არ იმოწმებს დონალდ ტრამპის კონკრეტულ ციტატას, სადაც ვლადიმერ პუტინია ნახსენები. ჟურნალისტი ასევე არ აზუსტებს, თუ როდის შედგა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტებს შორის.

კითხვაზე, თუ რამდენჯერ დაურეკა მან, დონალდ ტრამპმა, თავის რუს კოლეგას  ვლადიმერ პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტი პასუხობს: „უმჯობესია გავჩუმდე და ამაზე არაფერი ვთქვა“. ამით მან მიანიშნა, რომ ეს კონფიდენციალური მონაცემებია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განუცხადა „ნიუ-იორკ პოსტს“, რომ მისი აზრით, ვლადიმერ პუტინს „ადარდებს ბრძოლის ველზე ადამიანების სიკვდილი“; „მას სურს, რომ ადამიანების დაღუპვა არ ხდებოდეს“.

შემდეგ პუბლიკაციაში ნახსენებია დონალდ ტრამპის ჩვეულებრივი გამონათქვამები - „მე რომ 2022 წელს ამერიკის პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არ დაიწყებოდაო“ და ა.შ.

გარდა ამისა, ჟურნალისტ მირანდა დევინის თქმით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას აქვს ომის დასრულების კონკრეტული გეგმა. პუბლიკაციაში ამ გეგმის დეტალებზე არაფერია ნათქვამი, არის მხოლოდ პრეზიდენტის ასეთი ციტატა: „ვიმედოვნებ, [ომი] მალე დასრულდება. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება. ეს ომი უკრაინისათვის ძალიან ცუდია. მე მინდა ეს უბედურება დავასრულო“.

თუ „ნიუ-იორკ პოსტის“ კორესპონდენტს დავუჯერებთ, დონალდ ტრამპმა ასევე მიმართა გვერდით მჯდარ თანაშემწეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცს და უთხრა: „მოდით, დავიწყოთ შეხვედრები. მათაც ხომ შეხვედრები სურთ. ამდენი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ჯარისკაცების სიკვდილი აღარ უნდა გაგრძელდეს. ისინი ისეთივე ახალგაზრდები არიან, როგორიც ჩემი შვილები - ორივე მხრიდან. ყველგან ბრძოლის ველზე“.

გაზეთი „ნიუ-იორკ პოსტი“ ცნობილია როგორც ტაბლოიდური გამოცემა, კონსერვატიული პოზიციები აქვს და მხარს უჭერს დონალდ ტრამპს. ის არ მიეკუთვნება ტრადიციულ ამერიკულ მასმედიას, რომლებიც პოლიტიკაზე ავტორიტეტულად წერენ, ვთქვათ, ისე როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ ან „ვაშინგტონ პოსტი“.

რას ამბობენ კრემლში და როგორი რეაგირება მოახდინა მაიკ უოლცმა

კვირას კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა მიანისნა, რომ მისთვის უცნობია დოლად ტრამპის სატელეფონოსაუბარი ვლადიმერ პუტინთან. „ბევრი რამ ხდება და არაა გამორიცხული, რომ ყველაფრის საქმის კურსში არ ვიყო. ამ შემთხვევაში მე პრეზიდენტების საუბარს ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ“.

თავის მხრივ რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებეზნიამ კომენტარის სახით გაიმეორა ცნობილი ფორმულირება - მოსკოვი ელოდება ვაშინგტონის სიგნალებს უკრაინასთან კონფლიქტის დარეგულირების საკითხში და „მზად არის კონტაქტებისათვის თანასწორ საფუძველზე, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით“.

მაიკ უოლცმა უარი თქვა დაედასტურებინა პუტინ-ტრამპის სატელეფონო საუბარი. მას კითხვა დაუსვეს ტელეარხ „ენბისი ნიუსის“ ეთერში: „როდის მოხდა სატელეფონო საუბარი?“.  პასუხისათვის უოლცი ჯერ ჩაფიქრდა, შემდეგ კი თქვა: „მე პრეზიდენტის წინ ვერ გავიქცევი. ამჟამად, ბუნებრივია, ბევრი ისეთი ამბები ხდება, რომლებიც ადამიანთ გრძნობებზე მოქმედებს“. მან დაამატა, რომ ამ დღეებში ევროპაში ტრამპის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები გაემგზავრებიან და უკრაინელებტან შეხვედრებს გამართავენ იმაზე, თუ როგორ დაასრულონ ომი. „ამასთან, დონალდ ტრამპმა ნამდვილად თქვა ის, რომ იგი მზად არის რუსეთის მიმართ სანქციები გამოიყენოს, თუ მოსკოვი უარს განაცხადებს სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად“, - დაამატა მაიკ უოლცმა.

რამდენჯერ ჰქონდა კონტაქტი ტრამპს პუტინთან და ზელენსკისთან

ავტორიტეტული ამერიკელი ჯურნალისტი ბობ ვუდვორტი თავის წიგნში „ომი“ წერს, რომ თეტრი სახლიდან წასვლის შემდეგ ( 2021 წლიდან) ტრამპმა პუტინთან ტერეფონით სულ ცოტა შვიდჯერ მაინც იალაპარაკა, მაგრამ ამ საუბრების სინაარსი უცნობია. ამასთან, კრემლმა ვუდვორტის ინფორმაციის მიმართ კომენტარის დროს აღნიშნა, რომ ის სინამდვილეს არ შეესაბამება.

გაზეთმა ვაშინგტონ პოსტმა“ 2024 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების სემდეგ, დაწერა, რომ მან პუტინთან 7 ნოემბერს ისაუბრა.

რაც შეეხება უკრაინის ლიდერთან საუბრებს: როგორც ცნობილია, აშშ მხარს უჭერს პრინციპს „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“, რომლის აზრი ისაა, რომ ყოველგვარი მოლაპარაკება ომის დასრულებაზე მხოლოდ უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით უნდა მოხდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ დონლდ ტრამპი ჯერ მას უნდა შეხვდეს, სემდეგ კი ვლადიმერ პუტინს: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სხვაგვარად ისე გამოვა, რომ სხვები წყვეტენ უკრაინის საკითხს უკრაინის გარეშე. პარტნიორებმა საკიტხი ჯერ ერთმანეთში უნდა განიხლონ და შეათანხმონ, შემდეგ კი მოწინააღმდეგეს დაელაპარაკნონ“.

დონალდ ტრამპი ბოლო დროს ვოლოდიმირ ზელენსკის ორჯერ შეხვდა (ნიუ-იორკში და პარიზში), პარასკევს კი განაცხადა, რომ სავარაუდოდ უკრაინელ ლიდერს ამ კვირაში სეხვდება. კითხვაზე - სად, ვაშინგტონში? - ტრამპმა უპასუხა; „შესაძლოა ვაშინგტონში... აბა, მე ხომ არ წავალ იქ“ როგორც დამკვირვებლები ამბობენ, „იქ“ ნიშნავს მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც ამ დღეებში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ზელენსკი, ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი და ტრამპის სპეცწარმომადგენელი კიტ კელოგი.

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати