USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Tbilisi
"BM.GE"- ბრიტანელი პარლამენტარი ირაკლი რუხაძის კომპანიის სანქცირებას ითხოვს
Date:  1033

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის ლეიბორისტმა წევრმა ბლერ მაკდუგალმა ტელეკომპანია "იმედის" პროპაგანდისტული საქმიანობის შესაჩერებლად, მისი მფლობელის, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგის Hunnewell Partners-ის მიმართ სანქციების გატარების საკითხის დაყენების შესახებ გააკეთა განცხადება.

მაკდუგალმა კითხვით მიმართა თემთა პალატის ლიდერს, ლუსი პაუელს, რომელმაც აღნიშნა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, გაერთიანებული სამეფო გმობს ძალადობას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ასევე მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხის განხილვაზე დაყენება სასარგებლო იქნება.

„საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი დარბევის გათვალისწინებით მაინტერესებს, გამოყოფთ თუ არა ამ თემაზე დებატებისთვის დროს? – ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ ფაქტზე, რომ ტელეკომპანია "იმედი", მთავარი პროპაგანდისტული არხი, რომელსაც სასტიკი მთავრობა იყენებს, იმართება დიდი ბრიტანეთიდან კომპანია Hunnewell Partners-ის მეშვეობით.

მაინტერესებს, თანახმა ხართ თუ არა, რომ განვიხილოთ კრიმინალური უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გამოძიების დაწყება და დავასრულოთ ეს ოპერაციები ამ ქვეყნიდან პრორუსული პროპაგანდისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის წაქეზების გამო”, – თქვა ბლერ მაკდუგალმა.

„მინდა, მადლობა ვთქვა ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის წამოწევისთვის. მთავრობა აგრძელებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, შეაჩერონ დემოკრატიული ნორმებისგან გადახვევა და დასავლელი პარტნიორებისგან იზოლაცია. ჩვენ კვლავ ვგმობთ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალაუფლების გადამეტებულ გამოყენებას.

ის აყენებს მნიშვნელოვან საკითხს ამ სფეროში მოქმედი კომპანიების საქმიანობის შეჩერების შესახებ. მოვუსმინე ბიზნესკომიტეტის თავმჯდომარეს, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი გეგმა იქნებოდა მისთვის ამ საკითხის დასაყენებლად”, - უპასუხა ლუსი პაუელმა.

ტელეკომპანია "იმედს" 2021 წლიდან სწორედ Hunnewell Partners-ი ფლობს, რომელმაც ის პატარკაციშვილების ოჯახისგან შეიძინა.

ჰოლდინგი საქართველოში არაერთ სხვა მსხვილ აქტივსაც ფლობს, მათ შორის "რუსთავის ფოლადისა" და "ლიბერთი ბანკის" საკონტროლო პაკეტს, ასევე Hunnewel Partners-ი არის "ჰანიველ ცემენტის" (ყოფილი ჰაიდელბერგცემენტის) აქციების ნახევრის მფლობელი. ჯგუფი ასევე მინორიტარის სახით წარმოდგენილია კომპანია "მაგთიში".

წყარო:https://bm.ge/

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way