USD 2.6981
EUR 3.1530
RUB 3.3399
Тбилиси
BMG: "ბორჯომის" მფლობელ ჰოლდინგს შემოსავალი $556 მილიონამდე გაეზარდა
дата:  299

"ბორჯომის" ჰოლდინგის მფლობელმა კომპანია Rissa Investments Limited-მა 2024 წლის ფინანსური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯგუფმა შემოსავალი 120 მილიონი დოლარით, 556 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ამასთან, გასულ წელს კომპანიას 84 მილიონი დოლარის წმინდა მოგება ჰქონდა.

Borjomi-ის მინერალური წყალი საერთაშორისო ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის, რომლის საბოლოო მაკონტროლებელიც კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია Rissa Investments Limited-ია. ჯგუფი აწარმოებს "ბორჯომის", "ლიკანის", "ბაკურიანის", ასევე რუსეთის წამყვან მტკნარ წყალს - "სვიატოი ისტოჩნიკისა" და "მორშინსკის" მტკნარ და მინერალურ წყლებს.

რუსული ფინანსური მარეგულირებლისთვის Rissa Investments Limited-ის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში მისი შემოსავლების მთავარი წყარო რუსეთის ფედერაციის გაყიდვები იყო, რამაც 391 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა ყაზახეთი 41.9 მილიონი დოლარის გაყიდვებით, მესამეზე საქართველო $39 მილიონით, ბელარუსი $24.5 მილიონით მეოთხეზე, უკრაინა კი მეხუთე პოზიციაზე 16.7 მილიონი დოლარით.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე ჯგუფის საკონტროლო პაკეტის მფლობელები სანქცირებული ოლიგარქების - მიხაილ ფრიდმანისა და პეტრ ავენის "ალფა ჯგუფი" იყო, აღნიშნულის გამო, სანქციები გავრცელდა თავად Rissa Investments Limited-ზეც, რის გამოც საქართველოში კომპანიის საქმიანობა შეფერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ბრენდის გადარჩენის მიზნით, ჯგუფის აქციათა 7.73%-იანი წილი უსასყიდლოდ შეესყიდა. ამასთან, ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძე დაინიშნა.

შედეგად, ჯგუფის აქციათა წილები ასე გადანაწილდა:

● Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი - “ალფა ჯგუფი”) - 49.99%
● Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38.48%
● საქართველოს სახელმწიფო - 7.73%
● “ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3.79%

საქართველოს მიერ კომპანიის სააქციო შემადგენლობაში მონაწილეობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ბორჯომის წმინდა მოგებიდან დივიდენდების მიღება, თუმცა უცნობია როდის მოხდება აღნიშნული დივიდენდების განაწილება. BMG-იმ აღნიშნულის შესახებ კითხვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა.

ბორჯომის ჰოლდინგის მთლიანი აქტივები 455 მილიონი დოლარია.

წყარო:https://bm.ge/

Тбилиси
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა ორი კვირის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული საგზაო მონაკვეთის აღდგენის მეორე ეტაპი იწყება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 19 აგვისტოს 20:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა მტკვრის მხარეს, განაპირა საავტომობილო ზოლში შეიზღუდება.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობა ბოდიშს უხდის!", - ნათქვამია ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати